„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია პარლამენტში გუშინ მასსა და პრემიერ მინისტრს შორის მომხდარ მწვავე სიტყვიერ დაპირისპირებასა და აღნიშნულ დაპირისპირებაზე მმართველი გუნდის შეფასებებს ეხმაურება.
ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში გვაქვს ძალიან ხელშესახები წარმატებები, მაგრამ ჩვენ არ გვაკმაყოფილებს მოზარდებში ძალადობისა და დანაშაულის მაჩვენებელი, აღნიშნული განცხადება პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სამთავრობო პროგრამის წარდგენისას გააკეთა.
მესტიის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტი, 2017 წლის მონაცემებთან შედარებით 1 მილიონი ლარით იზრდება და მთლიანობაში 7 მილიონ 412 ათას ლარს შეადგენს, ხოლო ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რაც მომავალი 4 წლის განმავლობაში ადგილობრივი ხელისუფლების განსაკუთრებული ზრუნვის საგანი უნდა იყოს, ეს ზემო სვანეთის ყველა სოფელში სასმელი წყლისა და საკანალიზაციო სისტემების მოწესრიგებას უკავშირდება, განუცხადა GUARDIAN.GE-ს მესტიის მერმა, კაპიტონ ჟორჟოლიანმა.
საქართველოს საგარეო უწყების პირველმა პირმა იერუსალიმის საკითხთან დაკავშირებით მედიის წარმომადგენლებთან მცირე კომენტარი გააკეთა.
„პრემიერს ნამდვილად მართებს მეტი თავშეკავება", ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს" წევრი სერგო რატიანი გუშინ პარლამენტში მომხდარ ინციდენტს. მისი თქმით, „ეს იყო აშკარად პრემიერის სისუსტე".
გვეუბნებიან, რომ საჭიროა ბრძოლა ქურდულ მენტალიტეტთან და მეორე მხრივ, თავად ხელისუფლება გვაჩვენებს, რომ ქურდული მენტალიტეტის მთავარი მატარებელი არიან თავად, აღნიშნული განცხადება „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ზაზა ბიბილაშვილმა პარლამენტში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გააკეთა.
ავსტრალიის ქალაქ მელბურნში ფეხით მოსიარულეთა ჯგუფში ავტომანქანა შევარდა, რის შედეგადაც 13 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათგან რამდენიმეს მდგომარეობა კრიტიკულია, იუწყება BBC.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი გუშინ პარლამენტში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" სხდომაზე მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.
საქართველოს პრეზიდენტი, ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით, კამპანიის „მოითხოვე ქართული" ფარგლებში, კომპანიებს „ნატახტარსა" და „ზედაზენს" ეწვია, რომელშიც „ბარამბოს" პროდუქციის საპრეზენტაციო სტენდიც იყო წარმოდგენილი.
თბილისში, მთაწმინდის პარკში „ეშმაკის ბორბლის" სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიმდინარეობისას ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი, დაშავდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.