შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, შეტყობინების საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1973 წელს დაბადებული კ.მ., ოჯახში ძალადობის ბრალდებით, ბორჯომში დააკავეს.
თბილისში გაბრიელ სალოსის გამზირზე, სუს-ის სპეცოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. სპეცრაზმის და პოლიციის წარმომადგენლებს ბლოკირებული ჰქონდათ რამდენიმე კორპუსის შესასვლელი ტერიტორია და ისინი იქ მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში მყოფი პირების აყვანის ოპერაციას ატარებდნენ. ტერიტორიაზე ისმოდა ძლიერი აფეთქებებისა და სროლის ხმა. უსაფრთხოების მიზნით, კორპუსებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
ზიმბაბვეს პრეზიდენტი რობერტ მუგაბე გადადგა, განაცხადა პარლამენტის სპიკერმა ჯაკობ მუდენდამ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ზიმბაბვეს პარლამენტმა პრეზიდენტ რობერტ მუგაბეს წინააღმდეგ საიმპიჩმენტო პროცედურა დაიწყო. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
თბილისში, თემქაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი არასრულწლოვანი გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილის შეჯახების შედეგად, 16 და 7 წლის გოგონები გარდაიცვალნენ. მომხდარის გამო დაშავებული მამაკაცი კი მე-5 საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მერიის პრესსამსახურის ცნობით, გეგმური სამუშაოების ფარგლებში, მშვიდობის ხიდის, როგორც გარე კარკასის, ასევე შიდა საფეხმავლო ნაწილის მორეცხვა-დასუფთავება მოხდება. სამუშაოები დღეს დაიწყო და ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
თბილისის მერი კახა კალაძე „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელობას შეხვდა, თანამშრომლებს გაესაუბრა და სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო.
20 ნოემბერს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ახლად არჩეულმა საკრებულომ პირველი სხდომა გამართა, რომელიც საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ნოდარ ბერუაშვილმა გახსნა. მან 21 ოქტომბრის არჩევნების მონაცემები და შემაჯამებელი ოქმი წარმოადგინა, მოგვიანებით კი საკრებულოს უხუცესი წევრი დაასახელა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა ესპანეთის სამეფოს თავდაცვის ატაშეს, პოლკოვნიკ ცეზარ გუტიერეს დე ლა კამარა არას უმასპინძლა.
ადიგენის მუნიციპალიტეტში მეოთხე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა. სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები აირჩიეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.