პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხონის მერობის კანდიდატმა, ლადო ჯურხაძემ მაჟორიტარობის კანდიდატ ია სულუხიასთან ერთად, დედალაურის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ ამომრჩეველთან წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის საგენტოს ცნობით, დაბა წაღვერში, მთის ფერდობზე, არჯევანიძის ტყეში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
შსს-ს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1960 წელს დაბადებული გ.უ. ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე ამხილეს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს შორის სიტყვიერი ომი საბავშვო ბაღში ბავშვებს შორის ბრძოლას შეადარა.
კონსტიტუციური კანონის პროექტის მესამე მოსმენით განხილვა მომავალ კვირას გაიმართება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დღეს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ისაუბრა.
„დღეს საქართველოს პარლამენტმა მიიღო წინასწარი დასკვნა ვენეციის კომისიისგან, რომელშიც უაღრესად დადებითად არის შეფასებული საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი“, პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
ტერეზა მეიმ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის ვადად 2019 წლის მარტი დაასახელა. როგორც BBC იუწყება, მას სურს აღნიშნულ პერიოდში გამოიყენოს ევროკავშირის ბაზარზე არსებული ხელმისაწვდომობა და პირობა დადო, რომ ბრიტანეთი გადაიხდის თავის „სამართლიან წილს“ ევროკავშირის ბიუჯეტში.
წაღვერის ტყეში ხანძარია. ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის, დიმიტრი ყიფიანის განცხადებით, ცეცხლის კერა ნახანძრალი ტერიტორიის მიმდებარედ მდებარეობს.
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წყალტუბოს მერობის კანდიდატი გია იოსელიანი, რიონის თემში ამომრჩეველს შეხვდა და მათ მაჟორიტარობის კანდიდატი მაკა ჭელიძე წარუდგინა.
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა ჯონდო მდივნიშვილმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლების, აფენის, გვიმრიანისა და არეშფერანის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.