დევნილებისთვის ბინების გადაცემა, რომელიც ამ ხელისუფლების პირობებში დაიწყო, მომავალშიც გაგრძელდება, აღნიშნული განცხადება „ქართული ოცნება - დემოკრატიული
საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ თბილისში მცხოვრებ დევნილებთან შეხვედრაზე გააკეთა.
„მინდა გამოვეხმაურო იმ ფაქტს, რომ საქართველო გახდა ღია მმართველობის პარტნიორობის თავმჯდომარე ქვეყანა, რაც ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი აღიარება“, პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ასე აფასებს ირაკლი კობახიძე საქართველოს მიერ ღია მმართველობის პარტნიორობის თავმჯდომარეობის ოფიციალურად გადმობარებას.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მოლდოვას რესპუბლიკის პრემიერ მინისტრს, პაველ ფილიპს შეხვდა. ორმხრივი შეხვედრა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში პრემიერ მინისტრის ვიზიტის ფარგლებში შედგა.
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ადიგენის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ზაქარია ენდელაძე, საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატთან, ნოდარ გობაძესთან ერთად, სოფლების, კიკიბოს, დერცელის, ნამინაურის, ციხისუბნისა და მოხეს მცხოვრებლებს შეხვდა.
შსს-მ 1958 წელს დაბადებული ე.ი. ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით - ვარკეთილში, ხოლო 1948 წელს დაბადებული ე.ქ., ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით, ფონიჭალაში დააკავა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მიმართვას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ „ეკლესიის წინააღმდეგ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები მტკივნეულად შეეხო ჩვენი ქვეყნის გარეთ მცხოვრებ ქართველებსაც და მათი განაწყენება გამოიწვია“.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „დემოკრატების“ ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი ჰილარი კლინტონი და მისი მეუღლე ბილ კლინტონი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ფხენიანის მიერ ბირთვული იარაღის შეძენის ნების დართვაში წვლილი მათ მიუძღვით.
პარტია „შენების მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი თბილისის ამომრჩეველს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე დაშენებულ დაზღვევას შესთავაზებს. თენგიზ შერგელაშვილი 400 ათასი თბილისელისთვის, რომელთაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შესული ცვლილებები შეეხო და დაფინანსება შეუმცირდა, ბიუჯეტიდან 50 მლნ ლარის დაზღვევისთვის გამოიყოფას გეგმავს.
თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს.
მარტვილის მუნიციპალიტეტში, აზიური ფაროსანას შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით საინფორმაციო შეხვედრები მიმდინარეობს. საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებმა ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებთან ერთად ადგილობრივებს მიაწოდეს ინფორმაცია მავნებლის ბიოლოგიისა და მისი საწინააღმდეგო ღონისძიების თაობაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.