საქართველოს პრეზიდენტს, ადმინისტრაციის უფროსს გიორგი აბაშიშვილსა და პრეზიდენტის მრჩევლებს ბიზნესისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტში რექტორმა, მიხეილ ბატიაშვილმა უმასპინძლა, „სილიკონ ველი თბილისის“ სივრცეში განთავსებული მაღალტექნოლოგიური გამოფენა დაათვალიერებინა და აღნიშნა, რომ „სილიკონ ველი თბილ რებთან - NASA, NATO, IBM, HP, SPLUNK, QLIK ერთად, უმნიშვნელოვანესი პროექტების განხორციელებას გეგმავს.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო გაერო-ს სტრუქტურების მუშაობაში რესპუბლიკის ჩართვას ითხოვს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ე.წ. საგარეო უწყების მიერ სპეციალური განცხადება გავრცელდა.
გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის ფარგლებში, სუამი-იაპონიის მინისტერიალი გაიმართა. ღონისძიებაში ორგანიზაციის წვერი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად, პირველად, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ტარო კონო მონაწილეობდა. სხდომა სუამი-იაპონიის თანამშრომლობის ფორმატის 10-წლისთავის გათვალისწინებით საიუბილეო ხასიათს ატარებდა.
გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს ვიცე პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ და ტაილანდის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, დონ პრამუდვინაიმ საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოაწერეს.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატი ახმეტის მუნიციპალიტეტში იოსებ ქარუმაშვილი, საარჩევნო კამპანიის ფარგელებში, სოფელ მატანის მოსახლეობას შეხვდა.
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ვანის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ალექსანდრე გოგორიშვილი სოფელ ამაღლების, ბაძგისა და ბზვანის მოსახლეობას შეხვდა.
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა, გიორგი ერბოწონაშვილმა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ყანდაურას, ბადიაურის, მზისგულისა და შიბლიანის მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გურჯაანის მერობის კანდიდატმა, არჩილ ხანდამაშვილმა, მორიგი შეხვედრები სოფელ არაშენდის, დარჩეთის, ნანიანისა და ჯიმითის მოსახლეობასთან გამართა.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თელავის მერობის კანდიდატმა, შოთა ნარეკლიშვილმა სოფლების, კონდოლის, ნასამხრალისა და შალაურის ამომრჩეველს მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინა.
„შენების მოძრაობის" ლიდერებმა დავით უსუფაშვილმა და კახა შარტავამ სამტრედიასა და სენაკში მერობის და მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინეს. მოძრაობის სახელით, სამტრედიაში მერობისთვის იმედა გოგავა, ხოლო სენაკში აპოლონ გარუჩავა იბრძოლებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.