ალექსეევკას შერეულ საავიაციო ესკადრილიის სამხედრო აეროდრომზე ქართული ავიაციის დღე აღინიშნა. საზეიმო ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდალი, თავდაცვის უწყების წარმომადგენლები და მაღალი რანგის ოფიცრები დაესწრნენ.
თერჯოლის მერობის კანდიდატმა „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოდან“, ბონდო სოფრომაძემ სოფელ თუზის ამომრჩევლებს უთხრა, რომ იმის გამო დათმო დედაქალაქში თანამდებობა და პედაგოგიური მოღვაწობა, რომ სურს თერჯოლა „ერთ-ერთი მოწინავე რაიონი“ გახდეს ქვეყანაში.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი კიევში ჩავიდა.
გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩ, იანის ზლამეცთან, რომელმაც საქართველოში მისია დაასრულა, შეხვედრა გამართა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის წევრებს შეხვდა. მხარეებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის მოახლოებული სამიტის შესახებ ისაუბრეს.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქრთველოს“ მერობის კანდიდატი ახმეტის მუნიციპალიტეტში იოსებ ქარუმაშვილი, პანკისის ხეობაში სოფელ დუმასტურის, ქვემო ხალაწანის, შუა ხალაწანისა და ზემო ხალაწანის მოსახლეობას შეხვდა.
თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ საქართველოში იტალიის რესპუბლიკის თავდაცვის ახალ ატაშეს უმასპინძლა. ლელა ჩიქოვანმა კაპიტან ატილიო გატიას წარმატებები და საქართველოში ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების საინჟინრო ბრიგადის რადიაქტიული, ქიმიური და ბიოლოგიური (რქბ) დაცვის ასეულისთვის საბაზისო სწავლების მეორე ეტაპი დაიწყო. ასეულის პირად შემადგენლობას წვრთნებს გერმანიის სამხედრო ძალების რქბ სკოლის ინსტრუქტორები უტარებენ.
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა აბაშის მუნიციპალიტეტში, ლევან მაკალათიამ საარჩევნო კამპანია დაიწყო.
თბილისში, თემქაზე ცოტა ხნის წინ სროლა იყო. შემთხვევის შედეგად, დაჭრილია ახალგაზრდა მამაკაცი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.