ხონის მუნიციპალიტეტში, პროექტ „დავასუფთაოთ საქართველოს“ ფარგლებში, დასუფთავების აქცია გაიმართა. პროექტი შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (18 სექტემბერი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0064 პუნქტით გაუფასურდა.
თბილისს კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი შეემატა - დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ პეკინის N23-ში თანამედროვე სტანდარტების ახალი საბავშვო ბაღი თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელთან, თემურ თორდინავასთან ერთად გახსნა და ბავშვებს ახალი სააღმზრდელო წლის დაწყება მიულოცა.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლანჩხუთის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებმა სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, „აზიური ფაროსანა“-ს საწინააღმდეგო ღონისძიებების შესახებ საინფორმაციო კამპანია დაიწყეს.
დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში 2008 წლის ომში დაღუპული, მეოთხე ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის მეთაურის, მაიორ შალვა დოლიძის სახელობის სპორტული ღონისძიება გაიმართა.
ადიგენში, უახლოეს მომავალში საწარმო „ჩემპიონი“ გაიხსნება. თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი საწარმო ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ზაქარია ენდელაძემ დაათვალიერა.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წყალტუბოს მერობის კანდიდატი, გია იოსელიანი, მაღლაკისა და ფარცხანაყანევის მოსახლეობას შეხვდა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფის (NATO Core Team) ლიდერის გაცილების ცერემონია გაიმართა.
აუცილებლად დაისჯება ყველა პირი, ვინც შეგნებულად ან შეცდომით დაუშვა ბავშვების პოლიტიკურ პროცესში ჩართვა, აღნიშნული განცხადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ შუახევის სკოლაში, პირველი კლასის მოსწავლეების „ქართული ოცნების" დროშებით გადაღებულ ფოტოსთან დაკავშირებით გააკეთა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განათლების მიმართეულების ხელმძღვანელის, მარიამ გერსამიას განცხადებით, ხელისუფლება „ზოგადი განათლების შესახებ კანონს” არღვევს, რაც მისივე თქმით, მასწავლებლებისა და მოსწავლეების პარტიულ ღონისძიებებზე დირექტორის მოთხოვნით ჩართვას გულისხმობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.