პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, დეველოპერებსა და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს მიმართავს და აცხადებს, რომ მისი მერობის პერიოდში, მწვანე სივრცეებისა და კულტურული მემკვიდრეობის შეზღუდვის ხარჯზე მშენებლობის არც ერთი ნებართვა არ გაიცემა.
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი გერმანიის განვითარების ბანკის (KFW) ფინანსური სისტემების განვითარების განყოფილების ხელმძღვანელს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში სილვია პაშკეს შეხვდა.
აშშ-ში ვიზიტით მყოფი საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმღვანელობით, სენატორ რონ ჯონსონს შეხვდა. ამერიკელმა სენატორმა საქართველოს სრული მხარდაჭერა დაადასტურა.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გურჯაანის მერობის კანდიდატი არჩილ ხანდამაშვილი, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, აგრარული ბაზრის მოვაჭრეებს და სოფელ კარდენახის მოსახლეობას შეხვდა, ასევე, ესტუმრა რამდენიმე საოჯახო ტიპის მარანსა და ღვინის ქარხანას.
შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელის, ზურაბ ზოიძის პირველკლასელ შვილს სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ბათუმში ესტუმრა და სკოლაში პირადად წაიყვანა.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 21 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე სიტყვით გამოვა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ავღანეთში დაღუპული სამხედროს, ალექსანდრე კვიწინაძის შვილი - გიორგი კვიწინაძე თბილისის №108 საჯარო სკოლაში სახლიდან პირადად მიაცილა, სწავლის დაწყება საჩუქარებით მიულოცა და წარმატებები უსურვა.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, ვაშინგტონში, სენატორ კორი გარდნერს შეხვდნენ. შეხვედრის მთავარი თემა აშშ-ის სენატის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ რეზოლუციის მხარდაჭერის საკითხი იყო. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა სენატორ კორი გარდნერს რეზოლუციის მხარდაჭერა სთხოვეს.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ სიღნაღის მერობის კანდიდატი გოგი გოგილაშვილი, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.