ავტოსაგზაო შემთხვევა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში - ავტობანის მშენებლობაზე მომუშავე სატვირთო მანქანა, „ტრაილერი" გზიდან გადავარდა, რის შედეგადაც მანქანა აალდა.
ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით, „მობილური ექსტენციის“ პროექტის ფარგლებში „სამეცნიერო კვლევითი ცენტრის“ მეცნიერთა ჯგუფი და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებში, საქობოსა და მაშნაარში, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს.
აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში ავიაციის მეშვეობით ფართობების შეწამვლა მიმდინარეობს.
სულ მცირე 24 სტუდენტი და მასწავლებელი დაიღუპა მალაიზიის დედაქალაქ კუალა ლუმპურში რელიგიურ სკოლაში გაჩენილი ხანძრის შედეგად.
„დღევანდელმა დღემ გაგვაერთიანა, ხოლო ორგანიზაცია გახადა უფრო ძლიერი და უნარიანი, რათა განვაგრძოთ ის რეფორმები, რომლებიც ჩვენს ქვეყნებს სჭირდება იმისთვის, რომ ვიმოგზაუროთ, ვისიამოვნოთ და ერთმანეთის მიმართ პატივისცემა გამოვხატოთ. ყველას მადლობას ვუხდი დღეს ამ შესაძლებლობის რეალობად ქცევისთვის“ - ამ სიტყვებით საქართველოს ვიცე პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გაერო-ს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის (UNWTO) გენერალური ასამბლეის მონაწილეებს მიმართა.
„ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება ჩვენი ქვეყნის და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად და თვალნათლივ გამოჩნდა, თუ რამდენად დიდია საქართველოს როლი მსოფლიო ტურიზმის განვითარების მხრივ. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და ისტორიული დღე არის. ეს არის პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი გამარჯვება“, განაცხადა ზურაბ პოლოლიკაშვილმა მისი კანდიდატურის UNWTO-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე დამტკიცების შემდეგ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე გერმანიის ფედერალური კანცლერის სამსახურში სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის განყოფილების უფროსს, კნუტ აბრაჰამს შეხვდა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით წარმომადგენელთა პალატის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეს, კონგრესმენ ჯერი კონოლის შეხვდა.
ცილისწამებისა და დისკრედიტაციის საქმეზე მსახიობ რებელ ვილსონს 3.6 მილიონი აშშ დოლარი გადაუხადეს, რაც ავსტრალიის სამართლებრივ ისტორიაში ანალოგიურ საქმეზე ყველაზე მაღალი თანხაა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.