საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატრომა, მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც 10 სექტემბერს პოლონეთ-უკრაინის „შეგინის“ საზღვრაზე მხარდამჭერების დახმარებით გაარღვია სახელმწიფო საზღვარი და წინააღმდეგობის მიუხედავად უკრაინაში შევიდა, განაცხადა, რომ კიევში, დაგეგმილი 19 სექტემბრის ნაცვლად, 17 ოქტომბერს ჩავა.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატი აბაშაში, ლევან მაკალათია პრემიერ მინისტრსა და მმართველ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობას უხდის.
სამეგრელოში აზიური ფაროსანას მიერ მოსავლის დაზიანების საკითხს შეეხო საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ზუგდიდში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატების წარდგენისას. მან აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო განსაკუთრებულ ძალისხმევას დახარჯავს ამ რეგიონში მეტი პროგრამის და მეტი შეღავათიანი სესხის დაფინანსებისთვის.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ზუგდიდში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა, რომ სამეგრელომ, წლების განმავლობაში, ბევრი სირთულე გადაიტანა, „მაგრამ საბედნიეროდ, ვერაფერმა ვერ გატეხა მეგრელები“. მან აღნიშნა, რომ როგორც სამეგრელოს, ასევე ზემო სვანეთს „მართლაც უზარმაზარი პოტენციალი აქვს“.
სამეგრელო-ზემო სვანეთის ტურისტულ პოტენციალზე ისაუბრა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ზუგდიდში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატების წარდგენისას. მან აღნიშნა, რომ წელს ზემო სვანეთის მიმართულებით იმდენად დიდი იყო ტურისტების მოგზაურობის მოთხოვნა, რომ მთავრობამ მესტიისკენ ფრენების რაოდენობა გაზარდა.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქრთველოს“ მერობის კანდიდატი ახმეტის მუნიციპალიტეტში, იოსებ ქარუმაშვილი, პანკისის ხეობაში სოფლების - ბირკიანის, ჯოყოლოს, დუისის, წინუბნის და ომალოს მოსახლეობას შეხვდა.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა, ზუგდიდში სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატები წარადგინა.
თბილისში სანდრო ეულის ქუჩაზე აფეთქება მოხდა. ინფორმაციას სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“ ავრცელებს. წინასწარი ინფორმაციით, ადგილზე ჟანგბადის ავზი აფეთქდა, გარდაცვლილია ერთი ადამიანი.
რუსეთის ვორონეჟის ოლქის ქალაქ ბორისოგლებსკის აეროდრომის სიახლოვეს სასწავლო-საბრძოლო თვითმფრინავი ЯК-130 ჩამოვარდა. ინფრომაციას „რია ნოვოსტი“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქრთველოს“ მერობის კანდიდატი თელავის მუნიციპალიტეტში შოთა ნარეკლიშვილი სოფელ ნაფარეულში სასპორტო გაერთიანების პედაგოგებს, მწვრთნელებსა და სპორტსმენებს შეხვდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.