„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, რომელიც დღეს სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურში იმყოფებოდა, ჟურნალისტებთან საუბრისას სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მუხლით აღძრულ საქმეს „აბსურდული" უწოდა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა ბორჯომის ხეობაში ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში მონაწილე სამხედროებს ამოცანის წარმატებით შესრულება მიულოცეს.
საქართველოს საპატრიარქო საგანგებო განცხადებას ავრცელებს და ზუგდიდისა და ხობის მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს.
იუსტიციის სამინისტროში სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევა დასრულდა.
სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იმყოფებოდა.
რვა ადამიანი დაიღუპა ინგლისში, ბუკინგემშირში, ნიუპორტ პაგნტელთან სამხრეთისკენ მიმართულ ავტომაგისტრალ M1-ზე ბრიტანეთის ზაფხულის დროით 03:15-საათამდე მომხდარი ავტოავარიის შედეგად, რომელშიც მინიავტობუსი და ორი სატვირთო ავტომანქანა იყო ჩართული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის მთავარ სამმართველოს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეტ რუდი ეწვია.
ბორჯომის ხეობაში ხანძარი ლიკვიდირებულია, თუმცა საქართვრლოს პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილებით, საგანგებო შტაბი მუშაობას კიდევ რამდენიმე დღე განაგრძობს.
სამართალდამცავებმა თბილისის საკრებულოს წევრი ზურაბ ნეფარიძე დააკავეს. დაკავების ფაქტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ვალერიანე ფოცხვერიამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ზემო ნოღაში გზის მოხრეშვითი სამუშაოები დაათვალიერა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.