სტრასბურგის მოსამართლეობის მსურველთა შერჩევის მიზნით გასაუბრებები დაიწყო. იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, კონკურსისთვის ლადო ჭანტურიას კანდიდატურა უკვე შერჩეულია და დადებითად შეფასებულია, რაც შეეხება დანარჩენ ორ კანდიდატს, მათი შერჩევა ევროსაბჭოს კრიტერიუმების მიხედვით მოხდება.
ბორჯომის ხეობაში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის საველე შტაბი მუშაობას აგრძელებს. შტაბს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი ხელმძღვანელობს.
გერმანიაში ვიზიტისას საქართველოს ვიცე პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა ჰესენის პარლამენტის თავმჯდომარესთან, ნორბერტ კარტმანთან გამართა.
გერმანიის ფედერაციაში ვიზიტისას საქართველოს ვიცე პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა ჰესენის სახელმწიფო მინისტრთან ფედერაციასთან უსაფრთხოებისა და ევროპულ საკითხებში ლუსია პუტრიხთან გამართა.
შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ბორჯომის ხეობაში, სტიქიის ზონაში მუშაობას ცოცხალი ძალა და ტექნიკა განაგრძობს.
ჩრდილოეთ კორეამ სამი მოკლე მანძილზე მიმავალი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ინფორმაციას BBC შეერთებული შტატების სამხედრო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბრიუსელის ცენტრში მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს მას შემდეგ, რაც იგი ორ ჯარისკაცს ქუჩაში გრძელი დანით, მაჩეტეთი დაესხა თავს.
საქართველოს პრემიერ მინისტრი ბორჯომის ხეობაში განთავსებული სომეხი მეხანძრე-მაშველების ბანაკში მივიდა.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მაშველ-მეხანძრეებს შეხვდა.
ადამიანურად მადლობა მინდა გითხრათ თქვენი თავდადებისათვის და გმირობისთვის. გულით ვამაყობ, რომ ასეთი ვაჟკაცები ყავს ჩვენს ქვეყანას, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ასე მიმართა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მეხანძრე-მაშველებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს, ჯარისკაცებს, მეტყევეებსა და ექიმებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.