შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ბორჯომის ხეობაში, ხანძრის სალიკვიდაციო ოპერაციაში ჩართული არც ერთი ვერტმფრენი გაუმართავი არ ყოფილა.
ბორჯომის ხეობაში საგუშაგოების მონახულების შემდეგ, თავდაცვის მინისტრმა მარიამ ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული საველე ბანაკში დარჩენილ პირველი და საინჟინრო ბრიგადების სამხედრო მოსამსახურეებსაც მიულოცა.
ჩრდილოეთ ჩილეში ინტენსიური და მოულოდნელი წვიმების შედეგად, ატაკამას უდაბნო ყვავილების ხალიჩად გადაიქცა.
ბორჯომის ხეობაში, მდინარე გუჯარულადან შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ამოიყვანეს. ვერტმფრენს სპეციალური ტექნიკით თბილისში ექსპერტიზისთვის გადმოიტანენ.
სიონის საკათედრო ტაძარში მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგია მიმდინარეობს. წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ატარებს.
მართლმადიდებელი სამყარო დღეს მარიამ ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა სრულდება.
თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ ბორჯომის ხეობაში სხვადასხვა ლოკაციაზე მყოფი სამხედროები მოინახულა.
მეშახტის დღის აღნიშვნა ტყიბულის მუნიციპალიტეტის თეატრში კონცერტით დაიწყო, მოგვიანებით კი ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელი რობიზონ გვენეტაძე, იმერეთის მხარის გუბერნატორის პირველ მოადგილესთან გრიგოლ დალაქიშვილთან და სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად ქალაქის შემოსასვლელში მეშახტეთა შრომის დიდების მემორიალის მშენებლობის კურთხევას დაესწრო.
თათბირს შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელები, თავდაცვისა და ენერგეტიკის სამინისტროს, ასევე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.