საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა სავარაუდოდ მასსა და „ავაკოვს“ შორის სატელეფონო საუბრის შესახებ კომენტირებისას თქვა, რომ სატელეფონო ჩანაწერებთან დაკავშირებით „ჩვენ კომენტარი გავაკეთეთ, ამაზე მეტი, მე მგონი, ზედმეტად თავის მართლება გამოვა, მინდა გითხრათ, რომ დარდიც არ მაქვს“.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რასიზმის წინააღმდეგ უმკაცრესად გაილაშქრა მას შემდეგ რაც ვირჯინიის ქალაქ შარლოტსვილში მომხდარი არეულობებისას შაბათს ერთ-ერთი პროტესტანტი დაიღუპა.
ამალი-დევდორაკის ხეობაში ღვარცოფული პროცესების გააქტიურების გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა ლარსის საავტომობილო გზის 134-კმ - 135კმ მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, რომელიც მისი ნიუ ჯერსის გოლფის კლუბში ატარებდა შვებულებას, ორშაბათ დილით გამოაცხადა, რომ ვაშინგტონისაკენ მიემგზავრება.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (14 აგვისტო, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0007 პუნქტით გამყარდა.
შიშობენ, რომ ასეულობით ადამიანია მოყოლილი მეწყერში სიერა ლეონეს დედაქალაქის სიახლოვეს. წითელი ჯვრის ინფორმაციით, დაღუპულია 312 ადამიანი.
საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მონაწილეობა მიიღო საქართველოსა და ჩინეთის ძიანგსის პროვინციას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების მეორე სემინარის მუშაობაში, სადაც განაცხადა, რომ საქართველოს სურს აღორძინდეს აბრეშუმის გზა, რაც საკუთარი სატრანზიტო პოტენციალის სრულად გამოყენების შესაძლებლობას იძლევა.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განკარგულება, რომელიც მის მთავარ სავაჭრო მრჩევლებს დაავალდებულებს გამოიძიონ სავარაუდოდ, უსამართლო სავაჭრო შეთანხმებები ჩინეთთან, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს „მოწამლავს“, აცხადებს ჩინეთის სახელმწიფოს დაფინანსებით გამომავალი გაზეთი, ორშაბათის ნომერში, როგორც ამას „როიტერსი“ იტყობინება.
ФСБ-მ რუსეთის დედაქალაქში ტერორისტული დაჯგუფების წევრები დააკავა, რომლებიც მოსკოვში ტერორისტული აქტების განხორციელებას სატრანსპორტო ობიექტებსა და მსხვილ სავაჭრო მოედნებზე გეგმავდნენ.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მთავარმა მრჩეველმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა ჩრდილოეთ კორეის ბირთვული და სარაკეტო პროგრამების საკითხების დარეგულირებასთან დაკავშირებით ობამას ადმინისტრაციის დროს არსებული „სტრატეგიული მოთმინებიდან“, ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში „სტრატეგიულ დაბნეულობაში“ გადაინაცვლა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.