31 ივლისიდან 6 აგვისტოს ჩათვლით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული, მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 976 ფაქტი გამოვლინდა.
ავსტრალიელი მოზარდი საავადმყოფოში გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც მას რამდენიმე „ტკიპის ზომის ზღვის არსებები“ თავს დაესხნენ.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში მდებარე თევდორეწმინდის სახელობის ეკლესიის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდთან ერთად, 2017 წელს დაიწყო.
რიკოთის უღელტეხილზე, სოფელ შროშასთან ტრაილერი ხევში გადავარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სატვირთო ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა.
თავდაცვის სამინისტრო საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიღებასთან დაკავშირებით საქართველოს მასშტაბით საინფორმაციო კამპანიას განაგრძობს.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვალერიანე ფოცხვერიამ, გამგებლის მოადგილეებმა, საკრებულოს თავმჯდომარემ და ადგილობრივი ხელისფულების სხვა წარმომადგენლებმა, გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს.
იტალიის პოლიციამ 15 მოხალისე მეხანძრე დაკითხა, რომელთაც ბრალი ედებათ ხანძრის განზრახ გამოწვევაში იმ მიზნით, რომ შემდგომ მის ჩაქრობაში ფული აეღოთ.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს. ღონისძიებას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ხელაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გამგეობამ აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახებს 200-200 ლარი გადასცა.
სამტრედიის მუნიციპალიტეტში, გომის თემში გზის ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო. მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, ე.წ. ნიკურაძეების უბანში 2 კმ გზა დაიგება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.