ბარსელონას მენეჯერმა, ერნესტო ვალვარდემ ბრაზილიელ ფორვარდს ნება დართო არ ევარჯიშა და „დაელაგებინა სამომავლო გეგმები“.
დიღმის გასხვისებული ტყე-პარკის ნაწილიდან სარეკრეაციო სივრცის სახით დედაქალაქს კიდევ 1,5 ჰა-ზე მეტი მიწის ნაკვეთი დაუბრუნდა. თბილისის მერიის ცნობით, აღნიშნული საკითხი დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განიხილეს.
თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ მთავრობის სხდომაზე პეკინის ქუჩაზე მიმდინარე აღდგენით სამუშაოებზე ისაუბრა.
თბილისის მერმა სამწლიანი მუშაობის შედეგები შეაჯამა. დავით ნარმანიას განცხადებით, ზუსტად 3 წლის წინ, აგვისტოს დასაწყისში დედაქალაქის მმართველობას სათავეში ახლ გუნდთან ერთად ჩაუდგა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული „მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში ოფიციალურად ჩაერთო.
ეს საბჭოური საქციელია - ადამიანს ჩამოართვა მოქალაქეობა და მერე მას გიჟი და დამნაშავე უწოდო, აღნიშნული განცხადება საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 8 აგვისტოს სოხუმში ჩადის. აღნიშნულ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ილიაობის დღესასწაულთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგია მიმდინარეობს. წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მღვდელმთავრებთან და ტაძრის მღვდელმსახურებთან ერთად ასრულებს.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ მის მიერ ძლიერი უკრაინისთვის ბრძოლა „ყველაზე მოკლე გზა არის საქართველოს გადასარჩენად“ და „ეს არ არის ის შემთხვევა, როცა ქართველი ყოფილი ლიდერები მიდიოდნენ უცხოეთში და დგებოდნენ მტრული სახელმწიფოების სამსახურებში - როგორც სტალინი, როგორც ბევრი სხვა“.
საქართველოს ნამდვილად გაუმართლა, რომ ჰყავს ისეთი მეგობარი როგორიც შვეიცარიაა, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა შვეიცარიის ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილ მიღებაზე სიტყვიით გამოსვლისას გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.