საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და აშშ-ს ვიცე პრეზიდენტი მაიკ პენსი დღეს საქართველოს შერეულ საავიაციო ბაზაზე სამხედრო სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2017" მონაწილე ქართველ და ამერიკელ სამხედროებს შეხვდნენ.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, აშშ-ს ვიცეპ რეზიდენტი დაინტერესდა საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის მიერ საქართველოს საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას ითვალისწინებს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (1აგვისტო, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0004 პუნქტით გამყარდა.
მოსკოვის საოლქო სასამართლოში სროლების შედეგად, „ბანდა ГТА“-ს საქმის ოთხი ფიგურანტია მოკლული. ინფორმაციას ამ წუთებში „რია ნოვოსტი“ ერთ-ერთი ბრალდებულის ყოფილ ადვოკატზე, დიანა ტატოსოვაზე დაყრდნობით ავრცელებს.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სიონის ტაძარში აშშ-ის ვიცე პრეზიდენტს, მაიკ პენსს შეხვდა. მას შემდეგ, რაც ვიცე პრეზიდენტმა და მისმა მეუღლემ ტაძარი დატოვეს, შეხვედრის დეტალებზე ჟურნალისტებთან პროტოპრესვიტერმა, გიორგი ზვიადაძემ ისაუბრა.
უმსხვილესი ამერიკული კომპანია SSA Marine-ი ანაკლიის პორტის ტერმინალ-ოპერატორი და ერთ-ერთი ინვესტორი ხდება, - შესაბამის ხელშეკრულებას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ხელი დღეს მოეწერა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე აშშ-ის ვიცე პრეზიდენტს, მაიკ პენსს ხვდება.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, DCFTA-ს საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლებმა მეწარმე სუბიექტებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართეს.
ჩვენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაუქმება და რუსეთთან ურთიერთიერთობები გვსურს, მაგრამ ამის მიღწევა შეიძლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსეთი თავის დესტრუქციულ ქმედებებს გააუქმებს, განაცხადა ამერიკის ვიცე პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთობლივად გამართულ პრესკონფერენციაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.