სოსო ოხანაშვილმა დაკითხვის დროს განაცხადა, რომ არაერთხელ ყოფილა პატრიარქთან შორენა თეთრუაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით, აღნიშნული განცხადება პროკურორმა, ჯარჯი წიკლაურმა ე.წ. ციანიდის საქმეზე პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის, სოსო ოხანაშვილის დისტანციური დაკითხვის შემდეგ გააკეთა.
ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა სრულდება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოეთში. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო საქართველო მასშტაბით 87 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციის ძირითადი ნაწილის დასრულებას ახალ სასწავლო წლისათვის გეგმავს.
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ თამაკონში საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ალექსანდრე გრიგალავამ და გამგებლის პირველმა მოადგილემ, გიორგი გოროზიამ დაათვალიერეს.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში ლანჩხუთის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებს მედლები გადაეცათ. მუნიციპალიტეტს სულ 18 მედალოსანი ჰყავს, აქედან 14 ოქროსმედალოსანია, ხოლო 4 - ვერცხლის.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორდღიანი ვიზიტით ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების სრულყოფის ცენტრის (NATO StratCom COE) წარმომადგენლები ეწვივნენ.შეხვედრის მთავარი თემა DIBსკოლაში სტრატეგიული კომუნიკაციების კურსის შექმნასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები იყო.
ხობში, ხეთის თეატრონში „ნიკოლშოუსა" და დავით არჩვაძის მონაწილეობით კონცერტი ჩატარდება. კონცერტი, რომელიც ხვალ 17:00 საათზეა დაგეგმილი, ა(ა)იპ ხობის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო-საზოგადოებრივი ცენტრის ორგანიზებითა და ფინანსური უზრუნველყოფით იმართება.
კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი, გუბერნიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სიღნაღს ეწვია და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებს შეხვდა.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მეუღლე ლეილა მუსტაფაევა დღეს მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (25 ივლისი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში არ შეცვლილა.
იუსტიციის სამინისტრომ, სამწუხაროდ, ვერ ან არ უზრუნველყო კონკურენტუნარიანი კანდიდატების წარდგენა, ასე გამოეხმაურა პრეზიდენტის ადმინისტრაცია სტრასბურგის კოლეგიის მიერ საქართველოდან წარდგენილი სამი კანდიდატურიდან მხოლოდ ერთი, ლადო ჭანტურიას კანდიდატურა მოიწონების ფაქტს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.