პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია „ამბასადორიალის" პოლიტიზების საკითხზე პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის ურთიერთბრალდებებს ეხმაურება.

სრულად...

სენატორ ჯონ მაკკეინს, ტვინის სიმსივნე აღმოაჩნდა. ამის შესახებ განცხადებები ფოენიქსის „მეიოს კლინიკამ“ და არიზონას რესპუბლიკურმა ოფისმა ოთხშაბათს ღამით გაავრცელეს.

სრულად...

საუდის არაბეთის მეფის მემკვიდრე და მომავალი გვირგვინოსანი, მუჰამედ ბინ ნაიეფი ივნისში ღამით მექას სასახლეში იხმეს, მისი სურვილის წინააღმდეგ დააკავეს და საათების განმავლობაში ახდენდნენ ზეწოლას უარი განეცხადებინა ტახტის მემკვიდრეობაზე. გამთენიისას მან ფარ-ხმალი დაყარა, და საუდის არაბეთმა გაიღვიძა ახალი ამბით, რომ ქვეყანას ტახტის ახალი მემკვიდრე ჰყავს: მეფის ვაჟი, 31 წლის პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი. ასე იწყება „ნიუ იორკ თაიმსის“ 18 ივლისს გამოქვეყნებული სტატია, რომლის თარგმანსაც Guardian.ge გთავაზობთ.

სრულად...

ვიცე პრემიერი საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საგარეო ურთიერთობათა საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის, თენგიზ ფხალაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

სრულად...

ხონში მიმდინრე ინფრასტრუქტურული პროექტები - გზების რეაბილიტაცია, საცხოვრებელი კორპუსების ფასადების კეთილმოწყობა, სოფლების ივანდიდის, კონტუათისა და ნახახულევის გაზიფიცირება, ივნისის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები - ეს ის ძირითადი თემები იყო, რომლებზეც ხონის მუნიციპალიტეტის ოთხშაბათის ტრადიციულ თათბირზე იმსჯელეს.

სრულად...

მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით, „ჩატარებულია მოცულობითი საგამოძიებო მოქმედებები".

სრულად...

საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე პარლამენტის თავმჯდომარის მიერ საკონსტიტუციო პროცესთან დაკავშირებით ელჩებისადმი გაკეთებულ მიმართვას ეხმაურება და აცხადებს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში საგარეო პოლიტიკის წარმოების ანაბანაა, რომ დიპლომატიურ კორპუსს პარტიული დავალებები არ ეძლევა.

 

სრულად...

საქართველოს მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის თქმით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების შემაფერხებელი გარემოება უკრაინის კონსტიტუციაა.

სრულად...

საქართველოში სახელმწიფო ვიზიტით მყოფი უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ოჯახთან და დელეგაციის წევრებთან ერთად მესტიას ეწვია. პრეზიდენტს მესტიაში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად უმასპინძლეს.

 

 

სრულად...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (19 ივლისი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0025 პუნქტით გამყარდა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი