ლურჯი „MAN"-ის ავტობუსები დღეიდან N14 და N21 მარშრუტებზე მუშაობენ. მომავალ კვირას მათ რიცხვს N140 შეემატება. ასევე, უახლოეს პერიოდში MAN"-ის ავტობუსების N39-სა და N150-ზე გაშვება იგეგმება.

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტროს „ამბასადორიალი 2017”-ის მონაწილეები და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვივნენ. სტუმრებს შს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა უმასპინძლა და უწყების მაღალტექნოლოგიური და მულტიფუნქციური ერთობლივი ოპერაციების ცენტრი დაათვალიერებინა.

სრულად...

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, ილია ელოშვილის განცხადებით, ბუნებრივი აირის ტარიფები გადაიხედება, თუმცა, მინისტრი ვერ აკონკრეტებს, მოხდება თუ არა, ტარიფების გაზრდა.

სრულად...

საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან მიღებული ახალი პროგრამა არის მნიშნველოვანი პოლიტიკური გზავნილი ჩვენი ქვეყნისთვის, ფინანსთა სამინისტროს ცნობით, აღნიშნული განცხადება პირველმა ვიცე პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ეკონომიკურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

სრულად...

ფისკალური რეფორმების 6 თვის შედეგების მიხედვით, მაისში წინა წელთან შედარებით, დაახლოებით, 120 მლნ ლარის რესურსი დარჩა კომპანიებში, აღნიშნული განცხადება „ამბასადორიალი 2017"-ზე პირველმა ვიცე პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა გააკეთა.

სრულად...

ე.წ. ციანიდის საქმეზე დღეს ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა დაიკითხება. როგორც მან ჟურნალისტებს დაკითვაზე შესვლამდე განუცხადა, „მე პირველად დავიკითხე ჩემს მიერ სატელევიზიო ეთერებიდან გაკეთებული განცხადებებიდან გამომდინარე და მზად ვარ, სასამართლოს წინაშეც იგივე გავიმეორო. მზად ვარ, იგივე დავადასტურო, რასაც ვამბობდი ტელევიზიის საშუალებით".

სრულად...

სამართალდამცავებმა 1989 წელს დაბადებული ზ.მ. და 1992 წელს დაბადებული ბ.დ. ნარკოდანაშაულისთვის თბილისში დააკავეს.

სრულად...

ტყიბულში, ჯავახიშვილის ქუჩაზე საავტომობილო ხიდი გაიხსნა. ლენტი საზეიმო ვითარებაში ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, რობიზონ გვენეტაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ, თამაზ კუბლაშვილმა გაჭრეს.

სრულად...

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კონსტიტუციური და ადამიანის უფლებათა სამართლის საზაფხულო სკოლის მონაწილეებს შეხვდა.

სრულად...

სოფლად ფერმერული მეურნეობებისა და კოოპერატივების განვითარების პროექტის შესახებ თავის მოსაზრებას გამოთქვამს ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლევან ცაბაძე, რომელიც თვლის, რომ აღნიშნული პროექტის ეფექტურად წარმართვისა და სოფლების უფრო მეტად განვითარებისთვის საჭიროა არსებობდეს საერთო სარგებლობის მიწები, რომელსაც ადგილობრივი მცხოვრებლები საძოვრებად გამოიყენებენ.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი