„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი იქნება. ოფიციალური წარდგენა მეტეხის ტაძრის ეზოში ამ წუთებში მიმდინარეობს.
ასპინძის მუნიციპალიტეტში ორი სოფლის გარდა, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი ყველა სოფელს, მათ შორის დაბასაც მიენიჭა. ჯამში, მუნიციპალიტეტში ამ სტატუსის მატარებელი 22 სოფელია.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია იქნება.
პირველად საქართველოს შეიარაღებულ ძალებში აშშ-ის ანალოგი - დრილ სერჟანტის კურსი დაიწყო. სასწავლო პროგრამა წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდაჭერით, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში იმართება.
„ჩვენ პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ შევქმენით სწორედ ასეთი საწარმოებისთვის და შესაბამისად, კიდევ უფრო გავაძლიერებთ ამ და სხვა წარმატებული კომპანიების მხარდაჭერას“, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აჭარაში, კომპანია „ნოვას“ ახალ საწარმოში.
სამართალდამცავებმა 1991 წელს დაბადებული ზ.გ., 1982 წელს დაბადებული ჯ.კ. და 1992 წელს დაბადებული ჯ.მ., ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, კოჯორში დააკავეს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დღეს თბილისის მერობის კანდიდატს წარადგენს. პარტია დღესვე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატსაც დაასახელებს.
თბილისში, გურამიშვილის გამზირზე აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტთან ოთხი ახალგაზრდა დაჭრეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზაზე, სოფელ ბაბილთან სატრანსპორტო მოძრაობა აღდგენილია. ამის შესახებ Guardian.ge-ს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი სეთურიძემ განუცხადა.
საქართველოს საპატრიარქოს საიტიდან დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრების საპატრიარქოში შეხვედრის აუდიოჩანაწერი წაიშალა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.