ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე ქალაქში აღმაშენებლის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. აღნიშნულ ქუჩაზე რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხები მოეწყობა, შემდეგ კი ქუჩა მოიხრეშება.
საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებიან. უწყების განმარტებით, ვიზიტის მიზანს საქართველოს თავდაცვის უწყებისთვის გამოცდილების გაზიარება და მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესის გაცნობა წარმოადგენს.
ადიგენის მუნუციპალიტეტის გამგებლის, ზაქარია ენდელაძის განცხადებით, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, კურორტ აბასთუმანში 21 მილიონ ლარამდე იხარჯება და იქ უკვე მიმდინარეობს ძველი ისტორიული შენობა-ნაგებობების აღდგენა, მათთვის პირვანდელი სახის დაბრუნება.
თავდაცვის უწყების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ქვეყანას განათლებული, ინტელექტუალურად განვითარებული და მოაზროვნე ჯარი ჰყავდეს - სწორედ ამ მიზნით, დღეს I საარტილერიო ბრიგადის სამხედრო ბაზაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროში, თავდაცვის სამინისტროს ბრიტანელი მრჩეველი უწყებრივი მედლით, „გენერალი კვინიტაძე“ დააჯილდოვა.
მსოფლიო სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის ჩემპიონატს 2023 წელს, შესაძლოა, საქართველომ უმასპინძლოს, - მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული შესაძლებლობა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) გენერალურმა მდივანმა, სარა ლუისმა დღევანდელ შეხვედრაზე განიხილეს.
ირაკლი ფირცხალავას მხრიდან ირაკლი მამალაძეზე განხორციელებული შესაძლო ზემოქმედების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. აღნიშნულთან დაკავშირებით, მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დავუჭირეთ იმიტომ, რომ უდავოა იგი მოქმედ კონსტიტუციასთან შედარებით გაუმჯობესდა ბევრი თვალსაზრისით, აღნიშნული განცხადება ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარემ, გია ჟორჟოლიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
დღეს ყველა თბილისელისთვის ამ უმნიშვნელოვანეს ადგილას მინდა განვაცხადო, რომ მე ვიღებ გამოწვევას და ვერთვები გადამწყვეტ ბრძოლაში თბილისის გადასარჩენად, აღნიშნული განცხადება „ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატმა, ზაალ უდუმაშვილმა მეტეხის ტაძრის ეზოში გააკეთა.
ჩვენ გვინდა თბილისი დაპირისპირებისა და სიძულვილის გარეშე, აღნიშნული განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.