ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბეღლავში უალკოჰოლო სასმელის საწარმოს გახსნის ცერემონიაში საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიიღო მონაწილეობა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მისი საბჭოთა კავშირის სუკ-ში (КГБ СССР) მუშაობა დაკავშირებული იყო არალეგალურ დაზვერვასთან და უსურვა ბედნიერება და კეთილდღეობა არალეგალურად მოქმედ რუს მზვერავებს, რომლებიც ახლანდელ დროებაში მუშაობენ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი და საქართველოს პროკურატურის მიერ ძებნილი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მუქარებს უთვლიან და პირდაპირ ეუბნებიან, რომ თუ არ გაჩერდება, ისე “გაუშვებენ ქვეყნიდან, როგორც შეუშვეს“.
საუდის არაბეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ პარასკევს, ქვეყნის უსაფრთხოების ძალებმა მუსულმანთა წმინდა ქალაქ მექას გრანდიოზულ მეჩეთზე თვითმკვლელი ტერორისტის მიერ თავდასხმის გეგმა ჩაშალეს, პოტენციური თავდამსხმელის ბინაში მომწყვდევით, სადაც მან თავი აიფეთქა.
115 ხმით „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი და 114 ხმით „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი, მეორე მოსმენით პარლამენტმა პარასკევს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე მიიღო.
სულ მცირე 140-ზე მეტი ადამიანია ჩინეთის სიჩუანის პროვინციაში მეწყერში მოყოლილი. ინფორმაციას BBC სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ადიგენის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებს შორის საფეხბურთო ტურნირი 2017 დასრულდა. ადიგენის გამგეობის ცნობით, ადიგენისა და ზანავის გუნდებს შორის დღეს ფინალური შეხვედრა გაიმართა.
ოთხმა არაბულმა სახელმწიფომ, რომელმაც ყატართან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა, დოჰას მიმართ ულტიმატუმი გამოსცა და მისგან „ალ ჯაზირას“ ტელევიზიის დახურვა, ირანთან კავშირების შეზღუდვა, თურქული ბაზის დახურვა და კომპენსაციის გადახდაა მოთხოვნილი, რაც ყატარის მიერ ძნელად შესასრულებელი იქნება.
შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის კასპის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული გ.გ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გაგიკ კარსლიანმა ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლებთან, მათ სპეციალისტებთან და გარემოს დაცვის, აგრარული საკითხთა განყოფილების უფროსთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.