თბილისის მერია დიდუბე-დიდი დიღმის დამაკავშირებელი მეტროს მიწისზედა ხაზის მშენებლობას გეგმავს. აღნიშნული მონაკვეთის მეტროთი დაკავშირების შესაძლებლობის შესახებ დედაქალაქის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას განაცხადა.

სრულად...

საქართველოს საპატრიარქო დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის საპატრიარქოში შეხვედრის სრული აუდიოჩანაწერის youtube-ზე დაბლოკვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და განმარტვას, რომ ჩანაწერი აზერბაიჯანში არსებული მულტიმედიური კომპანია TiVi media-ს მოთხოვნის საფუძველზე დაიბლოკა.

სრულად...

დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვაჟა ჩოხელმა, გამგეობის სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე მლაშე-ჩანადირების საავტომობილო გზის აღდგენითი სამუშაოები დაათვალიერა.

სრულად...

დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ვაჟა ჩოხელმა გუდამაყრის ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო გზის აღდგენითი სამუშაოები დაათვალიერა.

სრულად...

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში წმინდა ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღე აღინიშნა. ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა, მეუფე თეოდორემ და ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსმა, მეუფე დიმიტრიმ მხარის მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინეს.

სრულად...

ნარკოტიკების მოხმარებისთვის მსჯავრდებული პირები, პარლამენტის მიერ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული პაკეტის მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდნენ, აღნიშნული განცხადება  პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

სრულად...

მადრიდში მოსამართლემ ესპანელი მხატვრის, სალვადორ დალის ცხედრის ექსგუმაციის გადაწყვეტილება მიიღო, რათა მამობის დასადგენ სასამართლო პროცესზე ნიმუშები მიიღოს.

სრულად...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (26 ივნისი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0035 პუნქტით გამყარდა.

სრულად...

ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ, გამგებლის მოადგილეებთან და სამსახურების უფროსებთან სამუშაო ხასიათის შეხვედრა გამართა. გამგებელმა შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებისგან ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობასა და 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის პარამეტრებზე მოისმინა ინფორმაცია.

სრულად...

ბრალდებულს სურდა საკუთარი ხელით გაეხსნა „დეზოდორი“, სადაც მალულად ჰქონდა ციანიდი და ისე დაემალა ის, რომ გამოძიებას ვერ ენახა, თუმცა, მას შემთხვევით დაუვარდა ის და ეს მოწმეებმაც დაინახეს, განაცხადა ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი