ლონდონის პოლიციის განცხადებით, დედაქალაქის „გრინფილ თაუერში“ ხანძრის გაჩენის მიზეზი მაცივარი გახდა, კერძოდ, ცეცხლი მაცივრის საყინულეში გაჩნდა, და გარე გარსაკრავის იზოლაციის მასალამ ვერ უპასუხა უსაფრთხოების ზომებს.

სრულად...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (23 ივნისი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0030 პუნქტით გაუფასურდა.

სრულად...

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კამპანიის „მოითხოვე ქართული“ ფარგლებში, თბილისში ოთხ ქართულ საწარმოს ეწვია და მათ მიერ წარმოებული პროდუქცია დაათვალიერა.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, ასევე გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი შალვა ჯაბახიძე საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოში გამართულ ჩეხეთის თავდაცვის ინდუსტრიის კომპანიების პრეზენტაციებს დაესწრნენ.

სრულად...

ვაზიანის პოლიგონზე საარტილერიო სწავლება დასრულდა. I საარტილერიო ბრიგადის რეაქტიულმა ბატალიონმა 3-კვირიანი მომზადება საბრძოლო სროლებით დაასრულა.

სრულად...

ე.წ. კანიბალების საქმეში ბრალდებულ ბექა შენგელიას უვადო, ირმა ყოჩიაშვილს კი, 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. განცხადება აღნიშნულის თაობაზე ჟურნალისტებთან ადვოკატმა, ლალი ბიწოშვილმა გააკეთა.

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტრო იუმორისტ დავით როსტომაშვილზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

სრულად...

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია, ვლადიმერ ზედგნიძის თაოსნობით, ქალაქის გამწვანების აქციებს სისტემატურად აწყობს. ამ დროისთვის ქალაქის ცენტრალურ ტერიტორიაზე 90-მდე სხვადასხვა ჯიშის ფოთლოვანი ხე-მცენარე, ასევე 100-მდე წიწვოვანი ჯიშის მცენარეები ძირითადად კედარი, ცაცხვი და წაბლი დაირგო და 700-ზე მეტი ხე ახლო მომავალში დაირგვება.

სრულად...

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევაშენსა და სოფელ ნაქურდევში წყლის სისტემის მშენებლობა სრულდება. როგორც Guardian.ge-ს ადიგენის გამგეობიდან აცნობეს, პროექტები იაპონიის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.

სრულად...

ეს ჩემთვის იყო ცის ჩამოვარდნა, როცა მითხრეს, რომ დააპატიმრეს მამა გიორგიო, აღნიშნული განცხადება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებთან შეხვედრისას გააკეთა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი