ვირჯინიაში, ბეისბოლის მოედანზე ვარჯიშის მიმდინარეობისას ამერიკელ „რესპუბლიკელ“ კონგრესმენს და მის თანაშემწეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. პოლიციის ცნობით, ეჭვმიტანილი პატიმრობაშია აყვანილი.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (14 ივნისი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0004 პუნქტით გამყარდა.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, მცხეთაში ახალი 100-საწოლიანი, მრავალპროფილური კლინიკა - „წმინდა მეფე მირიან და დედოფალ ნანას სახელობის მცხეთის სამედიცინო ცენტრი“ ამოქმედდა.
მოსკოვში, პოლიციელმა, რომელიც ავტომანქანას მართავდა, საჭე ვერ დაიმორჩილა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებაზე მდგარ მამაკაცს დაეჯახა, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატ გიორგი კანდელაკის ვიცე-პრემიერ კახა კალაძის წინააღმდეგ გამოსვლას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ უპასუხა. მან ოპონენეტს ასე მიმართა: „როდის მოილაპარაკეთ, რომ კალაძეზე დაგეწყოთ ერთხმად სიმღერა? მე მგონი ორი დღის წინ, საღამოს დასხედით, თქვენმა დირიჟორმა გიბრძანათ, რომ ხვალიდან ყველამ უნდა ილაპარაკოთ კალაძეზე“.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატი გიორგი კანდელაკი ვიცე-პრემიერ კახა კალაძის წინააღმდეგ გამოვიდა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი კახა კალაძე იმ პროტესტის საკუთარი პოლიტიკური მიზნებისათვის გამოყენებას შეეცადა, რომელიც საზოგადოებაში მუსიკალური ჯგუფის, „ბირჟა მაფიას“ წევრების დაკავებამ გამოიწვია.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2008 წელს ვერ მიიღებდა სამხრეთ ოსეთზე პროვოკაციული თავდასხმის გადაწყვეტილებას, მის ზურგს უკან რომ არავინ მდგარიყო, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ყატარის მისი მეზობელი სახელმწიფოებისაგან იზოლირება ისლამური ღირებულებების დარღვევად და „სიკვდილით დასჯის“ მსგავს ქმედებად გამოაცხადა.
დავით სერგეენკო მუსიკალური ჯგუფის, „ბირჟა მაფიას“ წევრების დაკავების საქმეზე კომენტირებისას ამბობს, რომ „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი მნიშვნელოვანია, მაგრამ ამან არ უნდა იქონიოს გამოძიებაზე გავლენა“. ჯანდაცვის მინისტრი აღნიშნავს, რომ „ჩვენ ცალსახად უნდა მივცეთ გამოძიებას იმის საშუალება, რომ გამოიკვლიოს ეს ყველაფერი“.
13 ივნისი, რა თქმა უნდა, დიდი ტკივილის დღეა, მაგრამ ამავე დროს - დიდი სიმამაცის და გმირობის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 13 ივნისის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალთან გვიან ღამით განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.