„ტორები“ პარლამენტში ყველაზე დიდი პარტია იქნება, მაგრამ მას შესაძლოა არ ჰყავდეს უმრავლესობა. ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დასრულების შემდეგ BBC ეგზიტ პოლზე დაყრდნობით ავრცელებს.
7-8 ივნისს „დელტას“ სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის საშუალებით კახეთის რეგიონში სამხრეთ-დასავლეთიდან შემოსული, გამორჩეულად მასშტაბური სეტყვასაშიში ღრუბლის მასები განეიტრალდა, რისთვისაც 360-ზე მეტი სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტა იქნა გასროლილი.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში საგანგებო თათბირი მიმდინარეობს, რომელსაც არხის ხელმძღვანელობა მართავს. ტელეკომპანიის ოფისში მივიდა გენერალური დირექტორის მოადგილე ზაალ უდუმაშვილი, რომელიც კიევში მიხეილ სააკაშვილთან პოლიტიკური კონსულტაციების გამართვის მიზნით იმყოფებოდა და უკრაინის დედაქალაქიდან ახლახან დაბრუნდა.
FBI-ს ყოფილმა დირექტორმა, ჯეიმს კომიმ ხუთშაბათს ბრალი დასდო პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მისი სამსახურიდან იმ მოტივით დათხოვნაში, რომ ძირი გამოეთხარა ბიუროს იმ გამოძიებისთვის, რომელიც ტრამპის საარჩევნო კამპანიასა და რუსეთს შორის შესაძლო საიდუმლო შეთანხმებას უკავშირდებოდა.
ვენეციის კომისია საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მიიჩნევს, რომ საერთო ჯამში, შემოთავაზებული რეფორმა დემოკრატიის, კანონის უზენაესობაზე და ფუნდამენტური უფლებების პრინციპებზე დაფუძნებულ ქვეყნის საკონსტიტუციო წესრიგს გააძლიერებს და გააუმჯობესებს.
ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე, ნიუ იორკში მის დაკავებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (8 ივნისი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0003 პუნქტით გამყარდა.
თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. თავდაცვის უწყების ცნობით, წარმატებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა ჯილდოები საქართველოს პრეზიდენტის 2017 წლის 25 მაისის განკარგულების საფუძველზე მიიღეს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელ განცხადებას პრეზიდენტის პრესსპიკერი ეკა მიშველაძე ეხმაურება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.