საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უკრაინის თავდაცვის მინისტრს, გენერალ სტეპან პოლტორაკს შეხვდა.
საქართველოს ევროკავშირის ელჩის, იანოშ ჰერმანის განცხადებით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის საჭიროა სამართლებრივი დაახლოება, რაც მისივე თქმით, ასოცირების ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული.
ირანის პარლამენტზე და აიათოლა ხომეინის მავზოლეუმთან ოთხშაბათ დილით მომხდარი თავდასხმებისას სულ მცირე 12 ადამიანია მოკლული. ინფორმაციას „როიტერსი“ ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებს აცნობს.
საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილის თანამდებობაზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილი უფროსი გიორგი ბადაშვილი დაინიშნა.
დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემისხევში საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს. დაკავებული ცხინვალის იზოლატორში არიან გადაყვანილი.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კონსტიტუციასთან დაკავშირებით კონსულტაციების გამართვის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ოთხი თვის განმავლობაში, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს მონაწილეობა არ მიუღიათ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, პოლიტიკური პარტიების მხრიდან ხარჯების დეკლარირების შესახებ საუბრობს.
საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად უკრაინის თავდაცვის მინისტრი, არმიის გენერალი სტეფან პოლტორაკი იმყოფება. უკრაინელ კოლეგას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მასპინძლობს.
1972 წელს დაბადებული გ.ს. ქურდობის მცდელობის, ქურდობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.