საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრს, ზაკირ ჰასანოვს შეხვდა. შეხვედრაზე ორი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთობების საკითხები განიხილეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ლაშა თორდიასა და ოთარ ფარცხალაძეს შორის მომხდარი დაპირისპირების საქმეზე შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს.
„როგორიც არის ქვეყანაში კონსტიტუცია, ისეთია პოლიტიკური სისტემა, პოლიტიკური პროცესები, რაც ქართულმა გამოცდილებამაც ძალიან კარგად დაგვანახა“, პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული განცხადება ირაკლი კობახიძემ დღეს, ბერლინში, კონფერენციაზე გააკეთა, სადაც კონსტიტუციურ პროექტზე მსჯელობენ.
ჩვენ ყველას ერთად გვსურს და შეგვიძლია ვიცხოვროთ უკეთეს ქვეყანაში, უკეთეს თბილისში, აღნიშნული განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, ნიკა მელიამ თბილისის საარჩევნო პროგრამის სამუშაო ვერსიის განხილვაზე გააკეთა.
საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი, გენერალ-პოლკოვნიკი ზაკირ ჰასანოვი გმირთა მოედანზე იმყოფებოდა. მან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული ქართველი გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო და წუთიერი დუმილით პატივი მიაგო მათ ხსოვნას.
თბილისის მერი დავით ნარმანია ადასტურებს, რომ მისი კანდიდატურა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე განიხილება.
საქართველოს ოფიციალურ ვიზიტად აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი ესტუმრა. აზერბაიჯანელ კოლეგას, გენერალ-პოლკოვნიკ ზაკირ ჰასანოვს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მასპინძლობს.
სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის განცხადებით, თორდია-ფარცხალაძის საქმეზე კითხვის ნიშნები არსებობს.
ბერლინში დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა იწყება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პარლამენტის წევრები, ვენეციის კომისიის მდივანი თომას მარკერტი და ექსპერტები, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, კონსტიტუციონალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები კონსტიტუციურ კანონის პროექტზე იმსჯელებენ.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, რომელიც ამ საქმესთან დაკავშირებით არსებობს, მხოლოდ ცალკეული სხდომები შეიძლება დაიხუროს და არა მთლიანად საქმე და მისი განხილვა, აღნიშნული განცხადება ე.წ. ციანიდის საქმეზე სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.