საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია, მინისტრ ლევან იზორიას ხელმძღვანელობით, სტამბულში თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობასა და შეიარაღებას, ასევე უახლეს ტექნოლოგიურ მიღწევებსა და პროგრამებს გაეცნო.
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში არსებულ სადავო შენობასთან დაკავშირებით სპეციალურმა კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო. კომისიის გადაწყვეტილებით, შენობას, რომელიც ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის დაპირისპირების მიზეზი არაერთხელ გახდა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
მიმდინარე წლის 9-11 მაისს, გადაუღებელი წვიმების შედეგად მესტიის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ტერიტორიულ ერთეულში დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურა, მათ შორის შიდა სასოფლო გზები, ხიდები, გზის და ნაპირდამცავი გაბიონები. ამ დროისთვის მესტიის მუნიციპალიტეტის არც ერთ საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერებული არ არის.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (11 მაისი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0053 პუნქტით გაუფასურდა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობით მიმდინარე წლის მაისის თვის დასაწყისიდან ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე „აზიური ფაროსანას“ მონიტორინგის სისტემების დამონტაჟება დაიწყო.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ე.წ. ფარული პოლიციელების ინსტიტუტის შექმნას გეგმავს. შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი განმარტავს, რომ შესაბამის საკანონმდებლო პაკეტს უწყება მთავრობას მიმდინარე თვეში წარუდგენს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი ირწმუნება, რომ მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი, რომელიც რამდენიმე დღის წინათ საქართველოში იმყოფებოდა, ე.წ. შავ სიაში იქნება შეყვანილი და იგი მომავალში ქვეყანაში შემოსვლას ვეღარ შეძლებს.
საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულების ყოფილი თანამშრომლები დააკავეს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ „როდესაც საპარლამენტო სისტემაში პრეზიდენტს პირდაპირი წესით ირჩევ, აქ ჩნდება ძალიან დიდი დისბალანსი პრეზიდენტის ლეგიტიმაციასა და მის უფლებამოსილებებს შორის“.
მიწის უცხო ქვეყნების მოქალაქეებზე გასხვისების საკითხთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე განაცხადა, რომ ხელისუფლებამ შუალედური მიდგომა აირჩია, რითაც „დაცული იქნება, ერთი მხრივ, ეკონომიკური ინტერესები და მეორე მხრივ, საერთო ეროვნული, სუვერენული ინტერესები“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.