ვაზიანში, საქართველოს შეიარაღებული ძალების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები IV მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული გმირების მემორიალის გახსნით დაიწყო.
სპარსულენოვანი „ჯემ TV“ -ის დამფუძნებელი და თავმჯდომარე, 45 წლის საიდ კარიმიანი სტამბულში, მასლაკის დასახლებაში, მის ქუვეითელ ბიზნესპარტნიორთან ერთად მოკლეს.
საჭადრაკო ტურნირში, რომელიც ქ. ქუთაისში 21-28 აპრილს ჩატარდა, ხონის საჭადრაკო კლუბის მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს და საპრიზო ადგილები მოიპოვეს.
ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის საინვესტიციო პოტენციალის პრეზანტაციის ფარგლებში, იტალიის ქალაქ ბარიში სოხუმსა და იტალიის ერთ-ერთ ქალაქს შორის განზრახვების შესახებ პროტოკოლის ხელმოწერა შედგა. ინფორმაციას ამის შესახებ სეპარატისტული რეჟიმის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
დღეს საქართველოს შეიარაღებული ძალები 26 წლის გახდა. საზეიმო დღესასწაულთან დაკავშირებით, გორში დისლოცირებულ I ქვეით ბრიგადას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ესტუმრნენ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ ავღანეთსა და აფრიკის კონტინენტზე საერთაშორისო მისიებში მონაწილე ქართველ მშვიდობისმყოფელებს შეიარაღებული ძალების დღე ტელეხიდით მიულოცა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სასკოლო ბუფეტებში არსებული მდგომარეობის გამოსწორებას და ამ სფეროს რეგულირებას იწყებს. უწყებაში მიიჩნევენ, რომ პრობლემა ამ კუთხით წლების განმავლობაში მოუგვარებელია, სკოლის ბუფეტებში მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომია არაჯანსაღი საკვები პროდუქტები, რაც სპეციალისტების თქმით, მოზარდების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.
რომის პაპი შეერთებულ შტატებსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ფხენიანის ბირთვული და სარაკეტო პროგრამების გამო არსებული დაძაბულობის შესანელებლად საერთაშორისო შუამავლობის საჭიროების მოწოდებას აკეთებს.
თურქეთის მთავრობამ საჯარო სამსახურებიდან თითქმის 4 000 ადამიანი გაათავისუფლა, რაც გასული წლის ივლისში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან კავშირში მყოფი მორიგი წმენდაა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, შაბათს, მისი თეთრ სახლში შესვლის 100 დღე საარჩევნო კამპანიის სტილის მიტინგით აღნიშნა - ხმამაღალი შაძახილებით ესალმებოდა მხარდამჭერებს, რეკლამირებას უწევდა მის თავდაპირველ მიღწევებს და თავს ესხმოდა კრიტიკოსებს, რომლებიც მისი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდს ცუდად აფასებდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.