თბილისის მერი დავით ნარმანია ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძირს ხელოვნურად გაჩენასთან დაკავშირებით, ოპოზიციის მიერ გამოთქმულ ბრალდებებს პასუხობს.
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის (DIB) სკოლაში უსაფრთხოების სექტორის საორიენტაციო კურსი დაიწყო.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ზურაბ ალავიძის განცხადებით, საქართველოს ავტომაგისტრალებსა და მუნიციპალურ გზებზე 1000-მდე კამერა დამონტაჟდება.
პრეზიდენტმა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო კამპანია კომისიის წინააღმდეგ, როდესაც დოკუმენტიც კი არ იყო შემუშავებული. პრეზიდენტს აქვს თავისი სუბიექტური პოლიტიკური მიზნები, აღნიშნული განცხადება პარლამენტისა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მედიის წარმომადგენლებთან გამართულ დღევანდელ შეხვედრაზე გააკეთა.
მომავალ პარლამენტში მხოლოდ იმდენი ფრაქცია შეიქმნება, რამდენი სუბიექტიც გადალახავს ბარიერს, აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტისა და საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააკეთა, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით დღეს მედიის წარმომადგენლებს შეხვდა.
საქართველოს პარლამენტისა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მედიის წარმომადგენლებს შეხვდა.
ახალქალაქს „ევროპის დღის“ აღსანიშნავად, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი გიორგი მოსიძე ეწვია და საჯარო სკოლის მოსწავლეებთან თემაზე „საქართველო და ევროკავშირი“ ისაუბრა.
სამართალდამცავებმა 1987 წელს დაბადებული მ.ჩ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა–შენახვის ფაქტზე დააკავეს.
დღეს ისრაელის საელჩოში იომ ჰაზიკარონის, ანუ ისრაელის დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა ხსოვნის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელზეც ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში შაბთაი ცურმა სიტყვა წარმოთქვა.
„მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო“ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პლებისციტის ჩატარების მოთხოვნით ხვალიდან ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.