საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე გაერო-ს უშიშროების საბჭოს მაღალი დონის ღია დებატებზე - კონფლიქტები ევროპაში, სიტყვით გამოვიდა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული ალკოჰოლური სასმელების აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე ერთი მეწარმე დააკავა.
სამშაბათს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, 55 წლის ილჰამ ალიევმა მისი ცოლი 52 წლის მეჰრიბან ალიევა პირველ ვიცე პრეზიდენტად დანიშნა, რითაც მეჰრიბან ალიევა ქვეყნის ძალაუფლების იერარქიაში მეორე პირი გახდა. როგორც „ბლუმბერგი" წერს, ვიცე პრეზიდენტის პოსტი აზერბაიჯანში სექტემბრის კონსტიტუციური რეფერენდუმის შემდეგ შეიქმნა. მეჰრიბანს, რომელიც ილჰამ ალიევს ცოლად 19 ასაკში გაჰყვა, სამედიცინო უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული, მანამდე კანონმდებელი იყო და ეწეოდა ქველმოქმედებას.
ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა ბათუმში, ღამის კლუბ „არენაში" გაჩენილი ხანძრის შედეგად.
პატრიარქის სანახავად ვიყავით ყველანი მისული, რომ დავრწმუნებულიყავით, ჯანმრთელად დაბრუნდა და კარგად არის, - აღნიშნული განცხადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ საპატრიარქოს დატოვების შემდეგ გააკეთა.
შეუძლებელია, შეცდომა არ დაგემართოს, როდესაც ხდება როლების და ფუნქციების აღრევა. რეალურად ჩვენ ვხედავდით ამ დღეების განმავლობაში, რომ პოლიტიკოსები პროკურორის როლს თამაშობდნენ, პროკურორები პოლიტიკოსების როლს თამაშობდნენ, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა „რუსთავი 2"-ის გადაცემაში „არჩევანი" სტუმრობისას ე.წ. ციანიდის საქმეზე საუბრისას გააკეთა.
დეკანოზი გიორგი მამალაძე რამდენიმე წუთის წინათ ჩაფიძის კლინიკიდან „ავერსის" კლინიკაში გადაიყვანეს.
შსს უარყოფს ინფორმაციას, თითქოს ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოს უფროსმა მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნულთან დაკავშირებით უწყება საგანგებო განცხადებას ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.