საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (14 ნოემბერი, 2016) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0009 პუნქტით გამყარდა.
მე-9 მოწვევის პარლამენტში ჩემი პირადი გადაწყვეტილებით არ ვაპირებ დავიკავო რაიმე თანამდებობა, - წერს მანანა კობახიძე სოციალურ ქსელში.
საქართველოში ლეგენდარული ამერიკული როკ-ჯგუფი Aerosmith კონცერტს გამართავს. ინფორმაცია ამის შესახებ ჯგუფის ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ კახეთის სოფლებში წინდაცვეთის პრაქტიკის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გადამოწმებაში სამართალდამცველები ჩაერთვნენ.
"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სპორტისა და ახალგაზრდობის და ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეობის კანდიდატებთან დაკავშირებით, "მსჯელობა თითქმის დასრულებულია".
აშშ-ს ქალაქ ნიუ-იორკში გამართულ ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაზე, ცნობილი ამერიკელი ღვინის მწერლის, ელის ფეირინგის ქართული ღვინის კულტურაზე დაწერილი წიგნის „ღვინის სიყვარულისთვის: მოგზაურობა მსოფლიოს უძველეს ღვინის კულტურაში“ პრეზენტაცია გაიმართა.
თბილისში, მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირების სამუშაოები დასრულდა. ადგილზე თბილისის მერი დავით ნარმანია, კეთილმოწყობის სამსახურის უფროს, გივი კუბლაშვილთან ერთად იმყოფებოდა.
ვაზიანში, საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის ბაზაზე, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პირველი დონის შემფასებელთა ჯგუფის 33-ე კურსი დაიწყო.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭახათში „კურჩხულას“ წყალსადენი სისტემის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში დღეს "აღმოსავლთ პარტნიორობის" წევრებთან ურთიერთობებს განიხილავენ. შეხვედრის დაწყებამდე, ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარმა, იოჰანეს ჰანმა განაცხადა, რომ საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას "ძალიან მალე" ელოდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.