პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ორმხრივი შეხვედრა გამართა.
დუშეთის მუნიციპალიტეტში წელს მნიშვნელოვანი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება, რომელთა შესრულებაზეც ჯამში დაახლოებით, 7 მლნ ლარი დაიხარჯება, - აღნიშნული განცხადება Guardian.ge-სთან საუბრისას დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ვაჟა ჩოხელმა გააკეთა.
არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ ცესკო-ში საარჩევნო სიების წარდგენის ვადა დღეს, 8 სექტემბერს, იწურება. საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, პარტიული სია ცესკო-ს თავმჯდომარეს უნდა წარედგინოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის წალკის რაიონულ სამმართველოში ორმა მოქალაქემ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით ჩააბარა.
შეერთებული შტატების პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ქება-დიდება შეასხა. ნიუ იორკში სამხედრო ვეტერანების მხრიდან დასმულ შეკითხვებზე პასუხების გაცემისას, რომელშიც ორივე, რესპუბლიკელი და დემოკრატი კანდიდატი მონაწილეობდა, ტრამპმა ფორუმს განუცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი „გაცილებით მეტადაა ლიდერი, ვიდრე ჩვენი პრეზიდენტი [ობამა] არის“.
შეერთებული შტატების პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა, განაცხადა, რომ იგი გააფართოვებს ამერიკის სამხედრო ძალებს ყველა მიმართულებით, თუკი გაიმარჯვებს ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში. ამის შესახებ BBC წერს.
„მე მაქვს პროგნოზები იმის, რომ დამაჯერებლად გავიმარჯვებთ“,-განაცხადა პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
„ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“ ჩოხატაურისა და ლანჩხუთის გაერთიანებულ საარჩევნო ოლქში ნინო წილოსანი წარმოადგენს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა, მსოფლიო ჩემპიონატის - TCR International-ის დამფუძნებელმა, მარჩელო ლოტიმ და რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომის პრეზიდენტმა შოთა აფხაზავამ სამმხრივი თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
ეროვნული სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ ბაზაზე დღეიდან ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) შტაბის შენობის მშენებლობა დაიწყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.