საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე საქართველოს მოქალაქე ამალია სულეიმანოვა დააკავა.
საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის ფარგლებში, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის და ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრების შეხვედრა გაიმართა.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, ქართველ სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ახლა ნატო განვითარების მესამე მნიშვნელოვან ფაზას გადის, რაც თავისებურად დაიწყო, მაშინ როდესაც რუსეთმა სამხედრო ძალები გამოიყენა საქართველოში 2008 წელს. მისი თქმით, ნატო ცდილობს მოერგოს ახალ გამოწვევებს, რომელიც აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან მომდინარეობს.
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ადამიანური რესურსებისა და სოციალური უსაფრთხოების მინისტრს, იან ვეიმინს შეხვდა.
2016 წლის აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოდან მსოფლიოს 46 ქვეყანაში ექსპორტირებულია 28 156 547 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 42%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს.
საქართველო გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ღვინის ტურიზმის პირველ საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალს, გენერალ-ლეიტენანტ ფრედერიკ ბენ ჰოჯესს შეხვდა. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ესწრებოდნენ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ თბილისის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან სასტურმო „თბილისი რუმსში“ ორმხრივი შეხვედრა გამართა.
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციას დღეს გამართავს. პრეზენტაცია 21:00 საათზე, „ექსპო-ჯორჯიაშია“ დაგეგმილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.