შეერთებული შტატების მიერ მხარდაჭერილმა ავღანურმა ძალებმა „ისლამური სახელმწიფოს“ 300 მებრძოლი მოკლეს ორი კვირის წინათ ჩატარებულ ოპერაციაში, -განაცხადა ოთხშაბათს შეერთებული შტატების და ნატო-ს უმაღლესმა მთავარსარდალმა ავღანეთში, უწოდა რა მას მძიმე დარტყმა ჯგუფისათვის.
რიო-დე-ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიადაზე 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა მონღოლ ოგტონბაატარ ლხაგვასურენთან გამართულ მეოთხედფინალურ შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ის კორეელ მსოფლიო ჩემპიონს, დონჰან გვაკს დაუპირისპირდება.
გორში, ცენტრალური მაგისტრალის სიახლოვეს, სოფელ ორთაშენთან ხის გადამამუშავებელი ქარხანა იწვის. აღნიშნულ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.
აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი ჟურნალისტებთან საუბრისას კონსტიტუციაში ქორწინების ცნების განსაზღვრასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
"თუ შენ არ ირჩევ იმ პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც მერე შენ გმართავენ, უარს ამბობ შენ თავისუფლებაზე, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ბაზალეთის ტრენინგ ცენტრში ახალგაზრდულ საარჩევნო კამპანიის, ”შენი ხმა ჩვენი მომავალი”-ს გახსნაზე გააკეთა.
საქართველოს პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით უძრავი ქონების მითვისებისა და სხვისი კუთვნილი, დიდი ოდენობით ღირებული ქონებრივი უფლების გაფლანგვის ფაქტზე, ამხანაგობა „თაბუკაშვილი 88“-ის თავმჯდომარე, ზურაბ თაბუკაშვილი დააკავა.
ბაკურიანი უნდა ჩამოყალიბდეს რეგიონულ საკონფერენციო ცენტრად, როგორიც ეს არის დავოსი შვეიცარიაში. ბაკურიანს ამის რესურსი გააჩნია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მიტარბში.
საქართველოს მთავარ პროკურატურაში საგანგებო ბრიფინგი გაიმართება. უწყების პრესსამსახურის ცნობით, ბრიფინგი 18:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს პრემიერ მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით დეპუტატების, ეკა ბესელიასა და გედევან ფოფხაძის მიერ დღეს გავრცელებულ მიმართვას ეხმაურება.
"ნაციონალურმა მოძრაობამ" თერჯოლისა და ტყიბულის გაერთიანებულ ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ოთარ კახიძე წარადგინა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.