თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი პრემიერ მინისტრს უპირისპირდება. ხიდაშელის განაწყენების მიზეზი გიორგი კვირიკაშვილის მიერ "ქართული ოცნების" დეპუტატობის მაჟორიტარ კანდიდატებად ზოგიერთი პირის წარდგენა გახდა, რასაც იგი ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ "ფულის ტომრების" ადგილი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში არ არის.
ბექა ღვინიაშვილი ბრინჯაოს მედლისათვის ბრძოლას აგრძელებს. რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე 20 წლის ქართველმა ძიუდოისტმა 1/4 ფინალში ფრანგი სირილ მარეს წინააღმდეგობა ვერ დაძლია და ვაზარით დამარცხდა.
ბექა ღვინიაშვილი რიოს ოლიმპიური თამაშების 1/4 ფინალშია. 20 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ამ ეტაპისათვის 2 შეხვედრა ჩაატარა და ორივე იპონით მოიგო.
"მე ვეღარ ვხედავ ჩემს თავს "თავისუფალ დემოკრატებში", - აღნიშნული განცხადება გორში ”თავისუფალი დემოკრატების” საარჩევნო შტაბის ყოფილმა უფროსმა და საკრებულოს წევრმა, დავით წეწვაძემ გააკეთა.
რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიადაზე, ძიუდოისტთა ტურნირში ბექა ღვინიაშვილი 100 კგ წონით კატეგორიით მერვედფინალში გავიდა.
ხონში ბარათაშვილის ქუჩის კეთილმოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ Guardian.ge-ს ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, ასფალტის დაგების სამუშაოები დღეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
”რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი ”ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის იმ კანდიდატებს უპირისპირდება, ვინც ადრე ”ნაციონალურ მოძრაობაში” იყვნენ და ახლა ”ქართულ ოცნებაში” გადავიდნენ.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრქუტურის სამინისტროს დაკვეთით, შ.პ.ს. "სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" სენაკი-ფოთი-სარფის საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის 117-119-ე კმ-ზე გზის საფარის აღდგენის, გზისა და სანაპირო ზოლის დაცვისა და გამაგრების სამუშაოებს ახორციელებს.
ხონის მუნიციპალიტეტის გუბის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. ამის შესახებ Guardian.ge-ს ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს.
კესელოს ციხე-კოშკებთან დღეს ვიზიტორთა სიმრავლეა - ომალო ტრადიციულ დღესასწაულს, "თუშეთობას" მასპინძლობს. სახალხო ზეიმს საქართველოს პრემიერ მინისტრი დაესწრო. გიორგი კვირიკაშვილმა ადგილობრივ მოსახლეობას და დღესასწაულზე მყოფ სტუმრებს "თუშეთობა" მიულოცა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.