საქართველოს პრემიერ მინისტრი შაორზე, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის „მომავლის ბანაკს“ ესტუმრა, სადაც 18-დან 25 წლამდე ასაკის 100-ზე მეტი ახალგაზრდა ისვენებს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ დღეს თავდაცვის უწყებაში აშშ-ის ელჩს საქართველოში იან კელის უმასპინძლა.
პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის ცნობით, პარტიების მიერ საარჩევნო კამპანიის დაწყების დღიდან თვენახევრის განმავლობაში გაღებული ხარჯების ჯამური ოდენობა 4 667 091 ლარს შეადგენს.
ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის ცნობით, პარტიებს შორის ყველაზე მეტი თანხა რეკლამაზე ამ დროისთვის პაატა ბურჭულაძის მოძრაობას „სახელმწიფო ხალხისთვის“ აქვს დახარჯული.
მიკროავტობუსი, რომელსაც ”ქართული ოცნების” მხარდამჭერები ლენტეხიდან ამბროლაურში გადაჰყავდა, ლეჩხუმში ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად, 3 ადამიანი მსუბუქად დაშავდა.
”4 წელიწადში 4 მინისტრი ასეთ მნიშვნელოვან სფეროში არ არის, ასე ვთქვათ, იდეალური სტატისტიკური მაჩვენებელი” - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გააკეთა.
ვიწყებ კამპანიას, რომელიც ორგანიზებულია და ორიენტირებულია ამომრჩევლის გასააქტიურებლად, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში გააკეთა. გიორგი მარგველაშვილის განმარტებით, კამპანია რომელსაც იწყებს არ იქნება არც ერთი პოლიტიკური პარტიის მხარდასაჭერი.
შინაგან საქმეთა მინისტრმა გორში, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში გასვლითი თათბირი ჩაატარა. გიორგი მღებრიშვილი დეპარტამენტის თანამშრომლებს შეხვდა და რეგიონში არსებული ვითარების შესახებ დეტალური ანგარიში ჩაიბარა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის V ქვეითი ბრიგადის 52-ე ქვეითი ბატალიონის კაპრალი დავით თამაზის ძე ლომიძე გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი, პირველადი მონაცემებით, გულის უკმარისობა გახდა, – ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე, ძიუდოს ტურნირში, 81კგ-მდე წონით კატეგორიაში ავთანდილ ჭრიკიშვილი ბრინჯაოს მედლისათვის ბრძოლაში იაპონელ მეტოქესთან ტაკანორი ნაკასესთან დამარცხდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.