2 აპრილის შუალედურ არჩევნებზე ხმის დათვლის პროცედურების ვიდეოგადაღება განხორციელდება. საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს 2021 წლის არჩევნების წარმატებულ პრაქტიკას, რომელიც კიდევ უფრო ზრდის არჩევნების გამჭვირვალობის ხარისხს და წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბერკეტს მოქალაქეების ნდობის გამყარებისთვის.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, მარნეულში დააკავეს 4 ნარკორეალიზატორი: 1964 წელს დაბადებული რ.ჩ და წარსულში ნასამართლევები - 1957 წელს დაბადებული ჯ.ნ, 1995 წელს დაბადებული გ.ნ. და 1977 წელს დაბადებული ა.ბ.
GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს „სამხედრო დამნაშავე“ უწოდა. ბაიდენის მიერ პუტინისადამი ამგვარი ტერმინის გამოყენება პირველი შემთხვევაა. თეთრმა სახლმა მოგვიანებით განაცხადა, რომ პრეზიდენტი „თავისი გულიდან საუბრობდა“. მიუხედავად ამისა, კრემლმა აღნიშნულ შეფასებას „მიუტევებელი რიტორიკა“ უწოდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბათუმში დღეს პოლონელ კოლეგას მათეუშ მორავიეცკის უმასპინძლებს, რომელიც საქართველოს ერთდღიან სამუშაო ვიზიტად ეწვევა.
GUARDIAN.GE - იაპონიაში ოთხშაბათ ღამით, ადგილობრივი დროით 23:36 საათზე მომხდარმა მძლავრმა მიწისძვრამ ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, დაზიანებები აქვს მიღებული სულ მცირე 90 ადამიანს, ელექტროენერგია კი დროებით 2 მილიონზე მეტ მობინადრეს გაეთიშა, მათ შორის 700 000 ოჯახს ტოკიოში, იტყობინება BBC.
ცაგერის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება, სადაც თავდაცვის მინისტრების დონეზე საგანგებო შეხვედრები მიმდინარეობს. ნატოს შტაბ-ბინაში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს, უკრაინის, ფინეთის, შვედეთის თავდაცვის მინისტრები და ევროკავშირის წარმომადგენელი დაესწრნენ.
ხვალ, ხუთშაბათს, თბილისის დროით 12:00-ზე, სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ (ტაძარში, სამსახურში, სახლში თუ ქუჩაში) შევეცადოთ, ყველამ ერთად შევავედროთ უფალს უკრაინა და მთელი მსოფლიო და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს შევთხოვოთ დახმარება, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მიმართვაშია აღნიშნული.
საქართველოში Covid-19-ით ყოველდღიური ინფიცირების შემთხვევები თებერვლის თვის მაჩვენებელთან შედარებით 24-ჯერ, ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები კი 12-ჯერ შემცირდა.
ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან სატელეფონო საუბარს, სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.