საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, ლი იანთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ პროექტების შესარჩევად შეხვედრები გრძელდება.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, რუსეთისთვის სანქციები არ დაუწესებია მსოფლიოს არცერთ სახელმწიფოს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ომის შედეგად, რუსეთმა განახორციელა საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია, დაიღუპა ასეულობით სამხედრო და სამოქალაქო პირი, დევნილად იქცა ჩვენი ქვეყნის 30 ათასი მოქალაქე, -ამის შესახებ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ირაკლი ღარიბაშვილმა და მარკ რუტემ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები, საქართველოს ევროინტეგრაცია და ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს.
დედაქალაქის მერი უკრაინის მოქალაქეებს შეხვდა, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე ომის გამო თბილისში იმყოფებიან. კახა კალაძემ მათ მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული მხარდამჭერი ღონისძიებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. გარდა ამისა, უკრაინელ პატარებს პირადად გაუკეთა საჩუქარი საბავშვო გასართობი პროგრამის, სათამაშოებისა და ტკბილეულის სახით.
თბილისის მერია მუნიციპალური საცხოვრებელი ფართით დღეს უსახლკაროსსტატუსის მქონე კიდევ ოთხ ოჯახს დააკმაყოფილებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
თბილისის მერიის მიერ დაწესებული შეღავათებით სარგებლობისთვის მეწარმე სუბიექტებმა განცხადება პირველ აპრილამდე უნდა წარადგინონ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მეტროსთვის ვაგონების შესყიდვის შესახებ ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან არაერთი ცრუ ინფორმაცია ვრცელდება. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.