თბილისში მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის ცენტრალურიდა ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან დაწესებულ შეღავათებს კიდევ ერთი დაემატა -შემდეგი კვირიდან თბილისის ბაგა-ბაღები უკრაინის მოქალაქე ბავშვების მიღებას შეძლებენ.
არ გაბედოს რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ სანქციების გვერდის ასავლელად ქართულ ნაწარმად შეფუთვა რუსული ლითონის, ძვირად დაუჯდებათ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი რომან გოცირიძე „ფეისბუქში“ წერს.
GUARDIAN.GE - იმ ფონზე, როცა რუსეთი განაგრძობს უკრაინაზე ზეწოლას, რომ ოფიციალურად თქვას უარი ნატოში გაწევრიანებაზე, დათანხმდეს ნეიტრალიტეტს და ოფიციალურად აღიაროს დონეცკის, ლუგანსკის და ყირიმის სეპარატისტული პროვინციები, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირდაპირ განაცხადა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა ჰორიზონტზე არ ჩანს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველივე დღეებში კი უკრაინის ნეიტრალიტეტის თაობაზე პუტინისგან წამოსული ინიციატივის განსახილველად მოლაპარაკებების დაწყება დასაშვებად მიიჩნია.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები გრძელდება.
საქართველოს პარლამენტმა ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ რეზოლუციის პროექტი ერთხმად დაამტკიცა. რეგისტრაცია გაიარა 116-მა დეპუტატმა, რეზოლუციას ხმა მისცა 111-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი არც ერთი იყო.
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში, მუნიციპალიტეტში მცხოვრები „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს“ მორიგი სხდომა გაიმართა. საბჭოს თავმჯდომარეა მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა და ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. მშენებლებმა გუბერნატორს მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს, ყურადღება პროექტების ხარისხიანად და ვადების სრული დაცვით შესრულებაზე გამახვილდა.
დღეს, როდესაც ჩვენი სახელმწიფო და ხალხი, მთელ მსოფლიოსთან ერთად, ესოდენ დიდი გამოწვევების წინაშე დგას, ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის უზრუნველყოფა, უზენაეს საჯარო ინტერესს წარმოადგენს, - ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.
2022 წლის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით დასახლების საერთო კრებები გაიმართა უშგულისა და კალას ადმინისტრაციულ ერთეულებში.
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, მუნიციპალიტეტში არსებული ან ახალაშენებული შენობა-ნაგებობების გადასახური მასალით დახმარების პროგრამა დაამტკიცა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.