ქობულეთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერითა და მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს შპს „სისხლის ბანკის“ ორგანიზებით საქველმოქმედო აქცია „გაიღე სისხლი გადაარჩინე ბავშვის სიცოცხლე“ გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა მიიღეს.
მიმდინარე წლის 1-ელ აგვისტოს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ედვარდ ნალბანდიანთან, რომელიც საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დღეს ეწვია.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ედვარდ ნალბანდიანს შეხვდა, რომელიც საქართველოს ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ეწვია.
„საიდუმლო ინფორმაციების გავრცელებასა და აღნიშნული ინფორმაციებისადმი კონკრეტული ადამიანების წვდომის შესახებ სამართალდამცავებისთვის დიდი ხანია ცნობილია და გამოძიება მაშინვე უნდა დაწყებულიყო“,-განაცხადა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, თავდაცვის სამინისტრო სამოქალაქო უწყებაა და მის ხელმძღვანელად უშიშროების სამსახურის კადრის დანიშვნა როგორც პარტნიორებისთვის, ისე ქვეყნის შიგნით ცუდი სიგნალი იქნება.
არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციას“ ორგანიზებით, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა ვახტანგ მაისაიამ ტერორიზმის შესახებ სემინარი ჩაატარა.
თბილისის ყოფილმა მერმა ნიკო ლეკიშვილმა პოლიტიკაში დაბრუნება გადაიფიქრა. როგორც მან Guardian.ge–ს განუცხადა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს დიდუბის მე-15 საარჩევნო ოლქში მისი კანდიდატურა შესთავაზა, თუმცა პარტიის რამდენიმე ლიდერი ამის წინააღმდეგ გამოვიდა.
ქალაქ ხონში ღია ცის ქვეშ კინოფილმების ჩვენება გაიმართება. პროექტის ორგანიზატორები ყოველი კვირის სამშაბათსა და ხუთშაბათს კინომოყვარულებს ხონის ცენტრალურ ბულვარში ეპატიჟებიან, სადაც ღია ცის ქვეშ მხატვრული ფილმების ჩვენება გაიმართება.
თავდაცვის ახალი მინისტრის, ლევან იზორიას განცხადებით, მისი მინისტრობის პერიოდში გაგრძელდება ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ამ ინტეგრაციის გზაზე თავდაცვის უწყებაში მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელება.
პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა თავდაცვის მინისტრის პოსტზე ლევან იზორია წარადგინა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე კი - ქეთევან ციხელაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.