ე.წ. უგულავა-კაბელების საქმის განსახილველად საკონსტიტუციო სასამართლოში ამ დროისთვის მხოლოდ ორი მოსამართლე მივიდა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებით, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანიაც თავის დროზე უშიშროების მინისტრის მოადგილე იყო.
„თავდაცვის სამინისტრო არის უწყება, სადაც ყველაზე მეტად უნდა იგრძნობოდეს ქვეყნის ერთიანობა და ეს უწყება ყველასთვის უნდა იყოს იმის მაჩვენებელი, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი სამშობლო და ჩვენი ქვეყანა”, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გენერალური შტაბის და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს, რომლებსაც თავდაცვის ახალი მინისტრი, ლევან იზორია წარუდგინა.
„იმ პოლიტიკოსებისგან, რომლებმაც ჩვენი ქვეყანა ფაქტობრივად ყოფნა-არყოფნის ზღვარზე მიიყვანეს, ძალიან უსამართლოა ბრალდება, რომ თურმე ჩვენ ქვეყნის საწინააღმდეგო ქმედება განვახორციელეთ“, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მას გაუჭირდება თავდაცვის ახალ მინისტრ ლევან იზორიაზე პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებების შეფასება.
პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, პარტია „ქართულ ოცნებას”, რომელიც ამბობს, რომ 100-120 მანდატი ექნება პარლამენტში, არ გამოუვა, მაგრამ ამის გამო ქვეყანა არ დაიქცევა.
ხარაგაულში საკრებულოს "რესპუბლიკელი" თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების მცდელობის ფაქტს გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი. მისი აზრით, უმრავლესობა მსგავსი ქმედებებით საკუთარ თავს ვნებს.
სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია სრულდება. წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე წმინდა სინოდის მღვდელთმთავრებსა და ტაძრის მღვდელმსახურებთან ერთად ასრულებს.
შეერთებული შტატების რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატმა დონალდ ტრამპმა მის მოწინააღმდეგეს დემოკრატიული პარტიიდან, ჰილარი კლინტონს "ეშმაკი" უწოდა.
შეერთებულმა შტატებმა ლიბიაში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს პოზიციებზე საჰაერო დარტყმები განახორციელა მას შემდეგ, რაც ლიბიის გაეროს მიერ მხარდაჭერილმა მთავრობამ ვაშინგტონს ამგვარი თხოვნით მიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.