საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ, მაკა ჩიჩუამ დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ მასპინძლებთან ერთად, სლოვენიის პრეზიდენტის სასახლეში გადაინაცვლეს.
თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის პოსტიდან ჩამოგდების მცდელობის უმაღლესი კულმინაციისას, აჯანყებულების F-16 –ის მებრძოლი თვითმფრინავების მფრინავებს ერდოღანის თვითმფრინავი მიზანში ჰქონდათ ამოღებული. ამის შესახებ "როიტერსი" წერს.
იმერეთის გუბერნატორის, გივი ჭიჭინაძის ცნობით, ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში ”ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თბილისის მერის მოადგილე, გიორგი ლილუაშვილი იქნება.
ნიცაში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაკარგული საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილთა შორის აღმოჩნდა. აღნიშნულ ინფორმაციას საფრანგეთში საქართველოს ელჩი, ეკატერინე სირაძე-დელონე ადასტურებს.
სლოვენიის რესპუბლიკაში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრ,ეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის და პირველი ლედის, მაკა ჩიჩუას დახვედრის ოფიციალური ცერემონია ლიუბლიანაში კონგრესის მოედანზე გაიმართა.
იმერეთის გუბერნატორის, გივი ჭიჭინაძის განცხადებით, ქუთაისში „ქართული ოცნებიდან“ მაჟორიტარობის სამი კანდიდატი იქნება წარდგენილი. ესენი იქნებიან: გენადი მარგველაშვილი, კობა ნარჩემაშვილი და დიმიტრი მხეიძე.
საღამოს 8 საათზე ქუთაისში "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" იმერეთის ოლქების მაჟორიტარი კანდიდატების პრემიერ მინისტრის მიერ წარდგენამდე იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე კანდიდატების უმრავლესობის ვინაობას ასახელებს.
საქართველოში თურქეთის ელჩის, ლევენთ გუმრუქჩუს განცხადებით, ბათუმში თურქეთის გენერალური კონსულის ინტერვიუ არასწორად იქნა წარმოდგენილი და განცხადებები არასწორად იქნა ინტერპრეტირებული მედიაში.
საქართველოში მოქმედი საერთაშორისო სკოლების განცხადებით, თურქეთის გენერალური კონსულის, იასინ თემისქანის მიერ გაკეთებულმა არაეთიკურმა გამონათქვამმა, რომელიც სკოლა-ლიცეუმ „მეგობრობის“ მისამართით გაისმა, შეურაცხყოფა მიაყენა მთელს გუნდს, მასწავლებლებს, მოსწავლეებს, მშობლებსა და კურსდამთავრებულებს.
თურქეთის ოფიციალური პირების განცხადებით, დაახლოებით 8 000 ოფიცერია პოლიციის რიგებიდან დათხოვნილი, მიზეზი კი მათი წარუმატებელ სამხედრო გადატრიალებასთან კავშირია. ამის შესახებ BBC წერს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.