არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციამ“, მიმდინარე წლის 5-15 ივლისს, 2016 წლის არჩევნებთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა.
ზესტაფონის ადგილობრივი თვითმმართველობისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „მშვიდობიანი საქართველოს“ ერთობლივი ძალისხმევით შორაპნის ციხეზე დასუფთავების აქცია მოეწყო.
სულ მცირე 26 ადამიანია გარდაცვლილი ტაივანის ქალაქ ტაოუანში ტურისტულ ავტობუსში ცეცხლის გაჩენის შედეგად. ინფორმაციას BBC ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
საქართველოს პრემიერ მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი პირველი ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება.
თურქეთის ხელისუფლებამ პატიმრობაში აიყვანა ორი მფრინავი, რომელთაც გასული წლის ნოემბერში სირიის საზღვართან რუსული ბომბდამშენი "Су-24" ჩამოაგდეს, ამის შესახებ სააგენტო "ბლუმბერგი" თურქეთის მაღალი რანგის ჩინოვნიკზე დაყრდნობით იუწყება.
შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, 1977 წელს დაბადებული მიხეილ ვ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
მოძრაობის - „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერი პაატა ბურჭულაძე მისი პარტიის დაკვეთით ჩატარებული კვლევის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.
საქართველოს პრემიერ მინისტრის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ანკარის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს დელეგაციას თურქეთის ტრანსპორტის მინისტრი აჰმეთ არსლანი დახვდა.
საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, სლოვენიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ლუბლიანას მერს ზორან იანკოვიჩს შეხვდა.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) მოძრაობის - „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ წარმომადგენლად სამართლებრივ საკითხებში პაატა ბურჭულაძის მრჩეველი დავით ჯანდიერი დაინიშნა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.