სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილე კატარინა მატერნოვასთან ერთად, ევროკავშირის მიერ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში დაფინანსებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები დაათვალიერა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი დავით ბაქრაძე, საგარეჯოს მაჟორიტარობის კანდიდატი ზურაბ ჭიაბერაშვილი და სანდრა რულოვსი იორმუღანლოს მოსახლეობას შეხვდნენ.
პოლიტიკურმა მოძრაობამ „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ გორსა და გორის რაიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.
თურქეთის დიდ ქალაქებში წუხელ ქუჩებში ხალხმრავალი გამოსვლები იყო, სადაც სამხედრო გადატრიალების წარუმატებლად დასრულება აღნიშნეს.
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ხვალიდან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების დასახელებას იწყებს.
თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ შეერთებულ შტატებსა და თურქეთს შორის დაძაბულობამ ესკალაციას მიაღწია იმდენად, რამდენადაც ქვეყნის ლიდერები უკმეხად მოითხოვდნენ ძალადობის ორკესტრირებაში ბრალდებული, შეერთებულ შტატებში ბაზირებული თურქი სასულიერო პირის ფეტჰულაჰ გიულენის ექსტრადირებას. ამის შესახებ „ასოშეითედ პრესი“ წერს.
ნიცაში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ბერნარ კაზნევმა ფრანგ პატრიოტებს ქვეყანაში უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, სარეზერვო ჯარის შემადგენლობაში შესვლა სთხოვა.
სირიის ქალაქ ალეპოში, საჰაერო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე 28 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბავშვებიც არიან.
სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახურის ცნობით, სომხეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეიარაღებული დაჯგუფების წევრებთან მოლაპარაკებები დაიწყეს.
ერევანში, პოლიციაზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.