იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, ლევან მურუსიძის განცხადებით, ადმინისტრაციულ საქმეებზე, სასამართლო გადაწყვეტილებას კონკრეტული საქმით დაინტერესებულ პირს საკუთარი ინიციატივით უგზავნის.
ეროვნულმა ბანკმა დღეს (23 ივნისი, 2016) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0191 პუნქტით გაუფასურდა.
განათლების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, მთავრობის დავალებით შეიქმნება პლატფორმა, რომელიც უმაღლესი განათლების სისტემის, მათ შორის, თვითმმართველობის სისტემის დახვეწაზე იმუშავებს.
პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდში ლარის გაუფასურება ერთჯერადი მოვლენაა, რომელიც თავის კალაპოტში ჩადგება.
გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ეჭვმიტანილ რაშიდ კანჯი-ოღლუს ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო სამხედრო სასამართლომ შინაპატიმრობა მიუსაჯა. აფხაზეთის დე-ფაქტო სამხედრო პროკურორმა, ადგურ აგრბამ ამის შესახებ „სპუტნიკ აბხაზიას“ განუცხადა.
თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია გიგა ოთხოზორიას მკვლელის მიმართ რაც შეიძლება სწრაფად გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები.
თბილისის სააპელაციო სასამართლო ტელეკომპანია ,,რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. სასამართლო განმარტვას, რომ კანონში არ არსებობს ამკრძალავი ნორმა, რომელიც მოსამართლეს უზღუდავს უფლებას გაუგზავნოს კორესპონდენციები მხარეებს, მათ შორის სასამართლო გადაწყვეტილება
„თავდაცვის სამინიტროში საერთოდ არ იქნება არანაირი სპეცუბანი და ეს არის ყველაზე სწორი, დემოკრატიული და ცივილიზებული ფორმა, რომელიც ძალიან ბევრი წელია უნდა ყოფილიყო, მაგრამ ასეთი პოლიტიკური ნება არ არსებობდა“,-განაცხადა თავდაცვის მინისტრმა, თინათინ ხიდაშელმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარისას.
აწგარდაცვლილი ბიზნესმენის, ეროსი კიწმარიშვილის ძმის, ზურა კიწმარიშვილის განცხადებით, ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების შემდეგ სოციალურ ქსელში მისი პირადი ანგარიში გატეხეს
თერჯოლის მუნიციპალიტეტში საერთაშორისო ოლიმპიური დღისადმი მიძღვნილი 1000 მეტრიანი გარბენი ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობის მიღება ყველა მსურველს შეეძლო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.