საკონსტიტუციო სასამართლო იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებას ეხმაურება და მოუწოდებს განცხადებების გაკეთებისას მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინოს.
დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით პროცესები სამართლებრივ ჩარჩოებში მიმდინარეობდა.
„სასამართლოს გადაწყვეტილება ყოველთვის თუ არა, უმრავლეს შემთხვევაში სამართლიანია“, – ასე ეხმაურება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას.
საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, დაზარალებულ მოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეული და ამჟამად პროკურატურის ბალანსზე რიცხული 5 ავტომანქანა და იძულებით, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ჩამორთმეული და ამ დრომდე გამოუყენებელი 80 000 ლარი დაუბრუნდებათ.
ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეები ევროპაში უვიზოდ გადაადგილებას უახლოეს მომავალში შეძლებენ.
მისი თქმითვე, საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესს ვერანაირი გარე ძალა ვერ შეაჩერებს.
ალაძემ.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, იანოშ ჰერმანის განცხადებით, საქართველომ ყველა მოთხოვნა შეასრულა, თუმცა ელჩი არ ასახელებს დროს თუ როდის დაუწესდება ქვეყანას ვიზა-ლიბერალიზაცია.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, იანოშ ჰერმანის განცხადებით, სასამართლოს დამოუკიდებლობა და პრესის თავისუფლება მნიშვნელოვანია.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დღეს „რუსთავი-2“-თან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ხელისუფლებას აზიანებს, მით უმეტეს, როცა საარჩევნოა წელია, -აღნიშნული განცხადება ვიცე-პრემიერმა ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ გააკეთა.
13 ივნისის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ მიყენებული ზარალი 100 მილიონ ლარამდეა, - აცხადებს დედაქალაქის მერი, დავით ნარმანია.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კუნძულ კრეტაზე გამართულ წმინდა კრებაში მონაწილეობას არ მიიღებს. აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს, საპატრიარქოში გამართულ წმინდა სინოდის სხდომაზე მიიღეს, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე ხელმძღვანელობდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.