სუს-ის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსის მოადგილის, ნინო გიორგობიანის ცნობით, ბრიფინგის თემა ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ გახსნილი საქმეს შეეხება.
„საქართველო მიისწრაფვის ნატოსკენ რადგან გვჯერა, რომ ნატო არის ორგანიზაცია, რომელიც მხარს უჭერს ჩვენთვის უაღრესად ღირებულ ფასეულობებს“,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ ვაშინგტონში ატლანტიკურ საბჭოში გამართულ კონფერენციაზე The Future of NATO Enlargement and New Frontiers in European Security სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ატლანტიკურ საბჭოში გამართულ კონფერენციაზე, რომელსაც საქართველოს თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებოდნენ, NATO-ს გაფართოების საკითხზე იმსჯელეს.
გაერო-ს გენერალური მდივანი თელ-ავივში მომხდარ ტერორისტულ აქტს გმობს. ბან კი მუნი სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილების ოჯახებსა და ისრაელის მთავრობას.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრებს დღეს უკვე ევროკომისიაში განაგრძობს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დღეს, ვაკეში მაჟორიტარობის კანდიდატს – ელენე ხოშტარიას წარადგენს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, ლევან შონია ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, იან კელის შეხვდა. გუბერნატორმა ელჩს რეგიონში განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურლი პროექტები გააცნო.
თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი, დიმიტრი მოსულიშვილი საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატს, ალეკო ელისაშვილს სასამართლოში უჩივის.
მომავალ პარლამენტში კოალიციის შექმნის ალბათობაზე საუბრობს "რესპუბლიკური პარტიის" ერთ–ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი. იგი ამბობს, რომ "რესპუბლიკური პარტია" ახალ პარლამენტში კოალიციის შექმნის მოლაპარაკებებში აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას.
წინა ხელისუფლების დროს რუსული ინვესტიციები საქართველოში უფრო დიდი რაოდენობით შემოედინებოდა, ვიდრე დღევანდელი ხელისუფლების დროს, - გიორგი კვირიკაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.